მოიძებნა 669201 ჩანაწერი
179441.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
„დედა სად გყავს“? – ჩაეკითხა ალისია.
"Where's your mother"? asked Alicia.
179442.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ვალდებული იყო, წასულიყო და შენი თავი ქალბატონი პოტსისთვის ჩაებარებინა.
She ought to go and deliver you to Miss Potts first.
179443.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ამის გამო, შეიძლება, სიიდანაც კი ამოგშალონ.
so that you can be crossed off her list.
179444.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ეს დედები რა სხვადასხვანაირები არიან.
Well, mothers are all different.
179445.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ზოგი მოაცილებს შვილს, გაღიმებული ემშვიდობება და მიდის;
Some come along with their daughter, smile, say good-bye and go;
179446.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ზოგი აქ ტირის და ვიშვიშებს; ზოგი კიდევ სულაც არ იწუხებს თავს აქ მოსასვლელად.
some weep and wail—and some just don't come at all.
179447.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ალისია, ზედმეტს ნუ ლაპარაკობ?!
Alicia—don't talk so much.
179448.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
მისი მწარე ენის ამბავი კარგად იცოდა.
She knew her wild tongue.
179449.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ქალბატონი ლეისი ცოტა არ იყოს გაბრაზდა, სულ დაავიწყდა, კიდევ რა დარიგება უნდა მიეცა გოგონასთვის.
Mrs. Lacey suddenly looked annoyed, and forgot to give any more instructions to her.
179450.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ალისიას გულმოსულმა გახედა.
She stared at Alicia angrily.
179451.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
დარაჯმა სასტვენს ჩაჰბერა და ყველამ თავის ადგილს მიაშურა.
The guard blew his whistle just then and there was a wild scramble for seats.
179452.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ქალბატონი პოტსი ორ-სამ გოგონასთან ერთად ამოვიდა.
Miss Potts jumped in with two or three more girls.
179453.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
კარები ჩაიკეტა.
The door slammed.
179454.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
გონდოლინას დედა ამაოდ ცდილობდა შიგნით შეღწევას.
Gwendoline's mother peered in, but alas.
179455.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
რამდენჯერ უნდა გამოემშვიდობო?
How many times did you want to say good-bye?
179456.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ქალბატონმა პოტსმა გონდოლინას გახედა.
Miss Potts looked at Gwendoline.
179457.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ნათელი იყო, განებივრებულ, დედისერთა ბავშვთან მოუწევდა ურთიერთობა, ცოტა ეგოისტთან და ძნელად დასამორჩილებელთან.
She had already sized her up and knew her to be a spoilt, only child, selfish, and difficult to handle at first.
179458.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
მერე პატარა სელი ჰოუფი შეათვალიერა.
She looked at quiet little Sally Hope.
179459.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ნაწნავიანი, ცოტა პირქუში გამომეტყველების, სასაცილო გოგონა.
Funny girl, with her tight plaits and closed-up face.
179460.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
დედა სულ არ მოჰყოლია გამოსამშვიდობებლად.
No mother had come to see her off.