მოიძებნა 669201 ჩანაწერი
179481.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ყურადღება არ მიაქციო!
Don't take any notice!
179482.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
საბრალო გონდოლინა მაშინ ალბათ ვერ ხვდებოდა, რომ ალისია თავისი გულგრილობით ყველაზე კარგ სამსახურს უწევდა.
Poor Gwendoline! If she had only known it, Alicia's lack of sympathy was the best thing for her.
179483.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
მუდამ ყურადღების ცენტრში მყოფს მელორი ტაუერსში ნამდვილად არ ელოდა იოლი ცხოვრება.
She had always had far too much of attention, and life at Malory Towers was not going to be easy for her.
179484.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
„გამხიარულდი, გონდოლინა“! – გაამხნევა ის ქალბატონმა პოტსმა და ისევ მოზრდილი გოგონებისაკენ შებრუნდა სალაპარაკოდ.
"Cheer up, Gwendoline", said Miss Potts, in a cheerful tone, and immediately turned to talk to the big girls again.
179485.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
„თავს შეუძლოდ ვგრძნობ“, – გამოაცხადა უცებ გონდოლინამ, ყურადღება და თანაგრძნობა რომ მოეპოვებინა.
"I feel sick", announced Gwendoline at last, quite determined to be in the limelight and get sympathy somehow.
179486.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
„სამაგისო არაფერი გეტყობა“! – მაშინვე მიახალა ალისიამ
"You don't look it", said the downright Alicia.
179487.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
მე როცა ცუდად ვარ, სახეზე მომწვანო ფერი მედება.
I always go green when I feel sick.
179488.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
როგორ უნდოდა გონდოლინას, მართლაც ავად გამხდარიყო!
Gwendoline wished she could really be sick!
179489.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
სკამის საზურგეს მიეყრდნო და მისუსტებული ხმით წაიბუტბუტა.
She leaned back against the back of the seat, and murmured faintly.
179490.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
მართლა ცუდად ვარ!
I really do feel sick!
179491.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
„მოიცადე! სადღაც ქაღალდის პარკი მაქვს“, – მიმართა ალისიამ და თავისი ბარგიდან უშველებელი პარკი ამოიღო.
"Here, wait a bit—I've got a paper bag", said Alicia, and fished a big one out of her bag.
179492.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ჩემს ძმა სემსაც სწყენს მგზავრობა, ამიტომ დედას მუდამ თან დააქვს ქაღალდის პარკები მისთვის.
I've got a brother who's always sick in a car, so Mother takes paper bags with her wherever she goes, for him.
179493.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
მის სიტყვებზე სიცილი ვერავინ შეიკავა.
Nobody could help laughing at her words.
179494.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ამ აბეზარმა გოგომ ისევ დასცინა.
That horrid girl, poking fun at her again.
179495.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ამის შემდეგ გონდოლინას ხმა აღარ ამოუღია და არ უცდია, ვინმეს ყურადღება მიექცია.
After that Gwendoline sat quiet, and made no further attempt to get the attention of the others.
179496.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ეშინოდა, ალისიას კიდევ რამე არ ეთქვა.
She was afraid of what Alicia might say next.
179497.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
სამაგიეროდ, დარელი მოიხიბლა ალისიათი.
But Darrell looked at Alicia with liking.
179498.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ძალიან მოუნდა მასთან დამეგობრება.
How she would like her for a friend!
179499.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ერთად შესანიშნავად გაერთობოდნენ!
What fun they could have together!
179500.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
მელორი ტაუერსი.
Malory Towers.