მოიძებნა 669201 ჩანაწერი
179581.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
მონაწილეები სცენაზე თამაშობენ, ხოლო მაყურებლები იმ ქვის სკამებზე სხედან.
The players perform in the ring, and the audience sit round on those stone seats.
179582.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
ამ წრის გარშემო, მაღლა, საოცარი ბაღი გაეშენებინათ.
Round the sunk circle, on the level, was a beautifully set out garden.
179583.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
მწვანე გაზონები მებაღეებს ჯერ არ გაეკრიჭათ.
Green lawns, not yet cut by the gardeners.
179584.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
„როგორი თბილი და მყუდრო ადგილია“! – თქვა დარელმა.
"It's warm and cosy place"! said Darrell.
179585.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
„ზაფხულშია ძალიან ცხელა“, – უთხრა ალისიამ და თან საპირისპირო მხარისკენ გაუძღვა გოგონებს.
"It's too hot in the summer", said Alicia, steering them to the opposite side.
179586.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
თქვენ აქაურობა გაზაფხულზე უნდა ნახოთ!
You should see it in the spring!
179587.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
იანვარში, არდადეგებიდან რომ ვბრუნდებით, შინ თოვლსა და ყინვას ვტოვებთ, აქ კი ენძელები, იები და ყოჩივარდები გვხვდება.
When we come back, in January, leaving our own homes in frost and snow, we find snowdrops and aconites and primroses here.
179588.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
შეხედეთ, აქ ტიტები ამოსულა უკვე.
Look at the tulips coming out here already.
179589.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
ჯერ მხოლოდ აპრილია!
It's only April!
179590.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
დარელმა კოშკი შეათვალიერა.
Darrell looked at the Tower.
179591.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
ეს იყო ოთხსართულიანი შენობა.
It was a four-story building.
179592.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
ალისია ცოტა ხნით გარეთ შეჩერდა.
Alicia stopped short just outside.
179593.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
პირველ სართულზე სასადილო დარბაზი და სამზარეულოა.
On the ground floor there's our dining-hall and the kitchens.
179594.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
მეორე სართულზე საძინებლებია ჩვენთვის.
On the second floor are the bedrooms for us.
179595.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
მესამე სართულზე პერსონალის საძინებლებია.
On the third floor are the bedrooms of the staff.
179596.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
ყველა შენობაში ასეა, ალბათ.
Each building is the same, I suppose.
179597.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
ნეტავ, სულ ზემოთ გვეძინოს.
I wish we slept right at the top there.
179598.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
რა კარგი ხედი იქნებოდა!
What a lovely view I'd have!
179599.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
კოშკის ღია კარში ზოგი გოგონა შედიოდა, ზოგიც გამოდიოდა.
Girls were going in and out of the open door of the Tower.
179600.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 2
ვახშამი მალე იქნება, სუნზე ეტყობა, რაღაც გემრიელი აქვთ მომზადებული.
Supper's in a few minutes, something good by the smell of it.