მოიძებნა 669201 ჩანაწერი
179661.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ერთმა გოგონამ საათს დახედა.
One of the girls looked at her watch.
179662.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
აბა, ყველანი საწოლში!
Get into bed, everyone!
179663.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
გონდოლინას გარდა ყველა საწოლში ჩახტა.
Everyone but Gwendoline scrambled into bed.
179664.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ითვლიდა, რამდენჯერ ჩამოისვამდა სავარცხელს.
She was counting as she brushed it.
179665.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ორმოცდათოთხმეტი, ორმოცდათხუთმეტი, ორმოცდათექვსმეტი...
Fifty-four, fifty-five, fifty-six...
179666.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ეი, შენ, ახალო, რა გქვია?
Hey, you new girl—what's your name?
179667.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
„ჩქარა საწოლში შეწექი“! – უბრძანა მაღალმა, შავგრემანმა გოგომ.
"Get into bed"! ordered the tall dark girl again.
179668.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
„თმაზე ასჯერ უნდა ჩამოვისვა სავარცხელი“, – გააპროტესტა გონდოლინამ.
"I've got to brush my hair a hundred times each night", protested Gwendoline.
179669.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ახლა სათვალავი ამერია!
Now I've forgotten what number I got to!
179670.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
„მოკეტე, გონდოლინა მერი, და დაიძინე“! – ჩაერთო ალისია, რომელიც გონდოლინას გვერდით იყო.
"Shut up and get into bed, Gwendoline Mary", said Alicia, who was next to Gwendoline.
179671.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ქეთრინი ჩვენი ოთახის მეთაურია.
Katherine is the head of our dormy.
179672.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
რასაც გეტყვის, უნდა დაემორჩილო.
You've got to do what she says.
179673.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
მაგრამ მე ხომ დედას დავპირდიი...
But I promised Mom...
179674.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
გონდოლინას ცრემლები მოერია.
began Gwendoline, tears welling up.
179675.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
დავპირდი, რომ ასჯერ დავივარცხნიდიი თმას ყოველ საღამოოს!
I promised Mother to brush my hair a hundred times each night!
179676.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
აუუ, დამასრულებინე, რა!
Oh, just let me finish!
179677.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
გონდოლინამ გამალებით განაგრძო ვარცხნა.
Gwendoline continued frantically brushing again.
179678.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
გონდოლინამ ერთი დაიწივლა და სასწრაფოდ ჩახტა ლოგინში.
Gwendoline gave a squeal and leapt into bed.
179679.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
გოგონებმა სიცილი ატეხეს.
The girls laughed.
179680.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ყველამ იცოდა, ალისია ასეთი რამის გამკეთებელი არ იყო.
They all knew that Alicia had no intention of doing this.