მოიძებნა 669201 ჩანაწერი
179681.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
გონდოლინა გაბრაზებული იწვა.
Gwendoline lay down, angry.
179682.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ძალიან უნდოდა, ვინმეს შეჰბრალებოდა.
She determined to make herself miserable.
179683.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
დედა გაახსენდა და ასლუკუნდა.
She remembered her mother and began to sniff.
179684.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ძილმორეული ხმით გასძახა ალისიამ.
Said Alicia, sleepily.
179685.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ნუღარ ლაპარაკობთ! – თქვა ქეთრინმა.
Stop talking, said Katherine.
179686.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
სელი ჰოუფმა ამოიოხრა.
Sally Hope gave a sigh.
179687.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
დარელს აინტერესებდა, სელის ეძინა თუ არა.
Darrell wondered if Sally was asleep.
179688.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ცრემლი ვერ შენიშნა, თუმცა გამომეტყველებით მიხვდა, რომ ნაღვლიანი იყო.
There were no tears in them, but her face looked sad.
179689.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
სელის არ ეძინა.
No, Sally was not asleep.
179690.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ალბათ, სახლი მოენატრა, – გაიფიქრა დარელმა და ფიქრები თავისი სახლისკენ გაექცა.
Perhaps she's homesick, thought Darrell, and thought of her home too.
179691.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
მას ხომ აქ წამოსვლა ასე ძალიან უნდოდა!
She had badly wanted to come here.
179692.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ამ დროს დიასახლისი შემოვიდა და საწოლებს თვალი გადაავლო.
Matron arrived and took a look down the beds.
179693.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ერთ-ორ გოგონას უკვე ეძინა.
One or two of the girls were already asleep.
179694.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
საბანი შეუსწორა, მერე ონკანი დაკეტა, რომლიდანაც წყალი წვეთავდა და ფანჯარას ფარდა ჩამოაფარა.
She twitched an eiderdown into place, turned off a dripping tap, and pulled the curtains across the windows.
179695.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
დაბალ ხმაზე მშვიდობიანი ღამე უსურვა.
Good night, she said, in a low voice.
179696.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ღამე მშვიდობისა, ქალბატონოო, – უპასუხეს გოგონებმა, რომლებსაც ჯერ ისევ არ ეძინათ.
Good night, Matron, murmured those girls who were not yet asleep.
179697.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
დარელმა თვალები დაჭყიტა, იქნებ დიასახლისის სახეზე ის საამო ღიმილი დავინახოო.
Darrell peeped to see if Matron's nice smile was on her face.
179698.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ქალმა დარელის მზერა დაიჭირა და გაუღიმა.
She caught sight of Darrell's peeping eyes and smiled.
179699.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ტკბილი ძილი!
Sleep well!
179700.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ერთადერთი გონდოლინა ატანდა თავს ძალას, რომ არ დაეძინა.
Gwendoline was the only one who tried to keep awake.