მოიძებნა 669201 ჩანაწერი
179701.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ამაღამ თავს საშინლად იგრძნობ, საყვარელო.
You'll feel dreadful tonight, darling.
179702.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
დანარჩენებივით სწრაფად ჩაეძინა.
She was as fast asleep as the others.
179703.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
შინ კი დედამისი ცრემლიან თვალებს ისრესდა და ქვითინებდა: – ჩემი პატარა, საბრალო გონი!
And at home her mother was dabbing her eyes, and saying, Poor little Gwen!
179704.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ნეტავ, ასე შორს არ გამეგზავნა!
I shouldn't have sent her away from me!
179705.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
გული მიგრძნობს, არ სძინავს და გულამოსკვნილი ტირის!
I feel she's awake and crying her heart out!
179706.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
მაგრამ ამ დროს გონდოლინას ტკბილი სიზმრები ესიზმრებოდა და ძილში კრუტუნებდა, ნასიამოვნები იმით, რომ აქ, ამ გოგონების დედოფალი იყო – ყველაზე უკეთესი კლასშიც და თამაშშიც.
But Gwendoline was giving little contented snores, dreaming happily of how she would queen it over the girls here, be top of her form, and best at all games.
179707.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
დილით გოგონები ზარის ხმამ გააღვიძა.
A bell awoke all the girls in the morning.
179708.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
თავდაპირველად დარელი ვერ გამოერკვა, სად იყო.
At first Darrell couldn't imagine where she was.
179709.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
მერე ალისიას ხმა შემოესმა.
Then she heard Alicia's voice.
179710.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
წამოდექით, თქვე ზარმაცებო!
Get up, lazy-bones!
179711.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ხომ იცით, საუზმობამდე საწოლი უნდა გაასწოროთ!
You've got to make your bed before breakfast!
179712.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
დარელი ლოგინიდან ჩამოხტა.
Darrell leapt out of bed.
179713.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ქეთრინმა ფარდა გადასწია და ოთახი ჩახჩახა მზის სხივებმა გაანათა.
The sun poured into the room, for Katherine had drawn the curtains back.
179714.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
დარელმა სწრაფად ჩაიცვა, ამაყად შემოირტყა ნარინჯისფერი ქამარი ყავისფერ ტუნიკზე.
Darrell dressed quickly, proud to put on her brown tunic with its orange belt.
179715.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
თმები უკან გადაივარცხნა.
She brushed her hair back.
179716.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
გონდოლინამ თმა მხრებზე ჩამოიშალა.
Gwendoline left her hair loose over her shoulders.
179717.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ასე სკოლაში არ შეიძლება, გონდოლინა!
You can't like this in school, Gwendoline!
179718.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
მე მუდამ ასე მაქვს, – გამოაცხადა გონდოლინამ და პატარა, ლამაზ სახეზე სიკერპე გამოესახა.
I've always had it like this, said Gwendoline, an obstinate look coming over her pretty, little face.
179719.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
მაგას იმიტომ მეუბნები, რომ შენ თვითონ მოკლე და უხეში თმა გაქვს!
You only say that because your hair is short and coarse.
179720.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ალისია ახლა მათკენ მომავალ ქეთრინს მიუბრუნდა.
Alicia winked at Katherine, who was coming up.