მოიძებნა 669201 ჩანაწერი
179761.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ახალი მოსწავლეებიც ადგნენ და პამელას გაჰყვნენ უკან.
The new students stood up and followed Pamela.
179762.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
დირექტორის კაბინეტი სწორედ იქ იყო.
The Head Mistress's rooms were there.
179763.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
„შემოდით“, – გაისმა დაბალი ხმა.
A low voice said "Come in"!
179764.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
პამელამ კარი შეაღო.
Pamela opened the door.
179765.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ახალი გოგონები მოგიყვანეთ, ქალბატონო გრეილინგ.
I've brought the new girls to you, Miss Grayling.
179766.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
„მადლობა, პამელა“, – ისევ გაიჟღერა დაბალმა ხმამ და დარელმა საწერ მაგიდასთან მჯდომი ჭაღარათმიანი ქალი შენიშნა.
"Thank you, Pamela", said the low voice again, and Darrell saw a grey-haired woman sitting at a desk.
179767.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
დარელმა შიში იგრძნო ამ მშვიდი, დაბალ ხმაზე მოსაუბრე ქალის მიმართ და ინატრა, ნეტავ ცუდი საქციელის გამო არასოდეს დამიბაროსო.
Darrell felt frightened of this calm, low- voiced Woman, and wished she would never have to be sent to her for misbehaviour!
179768.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ახალი მოსწავლეები დირექტორის წინ ჩამწკრივდნენ.
The new stundets stood in a row before the Head.
179769.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ქალბატონმა გრეილინგმა ისინი სათითაოდ შეათვალიერა ახლოდან.
Miss Grayling looked at them all closely.
179770.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
დარელმა იგრძნო, როგორ გაწითლდა, მაგრამ ვერ მიხვდა, რატომ.
Darrell felt herself going red, she couldn't imagine why.
179771.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ცოტათი მუხლებიც აუკანკალდა.
Her knees felt a bit wobbly too.
179772.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ნეტავ არაფერს მკითხავდესო, გაიფიქრა.
She hoped she wouldn't ask her any questions.
179773.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
დარწმუნებული იყო, რომ ხმასაც ვერ ამოიღებდა.
She was sure she wouldn't be able to say a word!
179774.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ქალბატონმა გრეილინგმა მათ სახელები ჰკითხა და ცალ-ცალკე გაესაუბრა.
Miss Grayling asked them their names, and spoke a few words to each girl.
179775.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
მერე ყველას ერთად მიმართა.
Then she addressed them all.
179776.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
მოვა დრო, თქვენ სკოლას დაამთავრებთ და სამყაროში როგორც ახალგაზრდა ქალები, ისე შეაბიჯებთ.
One day you will leave school and go out into the world as young women.
179777.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
აქედან საღი გონება, კეთილი გული და სხვების დახმარების სურვილი უნდა გაიყოლოთ თან.
You should take with you eager minds, kind hearts, and a will to help.
179778.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ამას ყველაფერს აქ, მელორი ტაუერსში დაეუფლებით, თუკი მოინდომებთ, რაღა თქმა უნდა!
All these things you will be able to learn at Malory Towers—if you will.
179779.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
მხოლოდ გამოცდების ჩაბარება და სტიპენდიის მოპოვება წარმატებად არ მიმაჩნია, თუმცა ესეც აუცილებელია!
I do not count as our successes those who have won scholarships and passedexams, though these are necessary too.
179780.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 3
ჩვენი წარმატება ის იქნება, თუ თქვენ შეგნებულ და საიმედო ადამიანებად აღგზრდით, რომლებიც მთელ ქვეყანას მოუტანენ სარგებელს.
I count as our successes those who learn to be sensible and trustable women the world can lean on.