მოიძებნა 669201 ჩანაწერი
180061.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
მეორეკლასელებს უნდა ვაჯობოთ!
We are going to be better than the second form!
180062.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
გონდოლინა, შენ ზმნებს ჩამაბარებ უშეცდომოდ!
Gwendoline will be able to say verbs to me without one, single, mistake!
180063.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ქალბატონ უინტერს იმის ნახევარიც კი არ ესწავლებინა მისთვის, რაც მას უნდა სცოდნოდა!
Miss Winter didn't seem to have taught her half the things she ought to have known!
180064.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
გამუდმებით ხოტბას ასხამდა გოგონას ცისფერ თვალებსა და თმას.
She had raved over her hair and blue eyes.
180065.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
თუმცა ეს მელორი ტაუერსში არაფრად გამოადგა.
But this would not have been very useful to her at Malory Towers.
180066.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
დამატებითი გაკვეთილებიც კი შესთავაზა.
She had even suggested extra lessons.
180067.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ფრანგული ისედაც ხუთჯერ ჰქონდა კვირაში და დამატებითი საათები უკვე მეტისმეტი იყო მისთვის.
French five times a week was bad enough without extra time tagged on.
180068.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ყველანი მონდომებულები და პასუხისმგებლობით აღსავსენი ჩანდნენ.
Everyone looked eager and responsive.
180069.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ვიცი, გაუხარდებათ!
That would please them, I know!
180070.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
მამზელი ბავშვებთან ყოველთვის ბევრს ლაპარაკობდა თავის ოჯახზე, რომელიც საფრანგეთში ჰყავდა.
Mam'zelle could never stop herself from talking about her family in France.
180071.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ძალიან გაუხარდათ, მამზელმა ძმისწულის დაბადება რომ შეატყობინა.
They were delighted when Mam'zelle informed them of her new nephew.
180072.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
აბა, ვინ მეტყვის რას ნიშნავს?
Who will tell me? What does that mean?
180073.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ალისია თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ყურადღებას უკიდურესად ძაბავდა.
Alicia was sitting in an attitude of strained attention.
180074.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
მისი მაგიდისკენ მაქსიმალურად გადახრილს ცალი ხელი ყურის უკან ამოედო.
She was leaning forward as far as possible over her desk, one of her hands behind her ear.
180075.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
მამზელმა ეს შეამჩნია.
Mam'zelle noticed her.
180076.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ჩემი ლაპარაკი არ გესმის?
You did not hear me very well?
180077.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
იკითხა ალისიამ თავაზიანად და ახლა ორივე ყურს ამოაფარა ხელები.
Asked Alicia, politely and put both hands behind her ears.
180078.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
დარელს უნდოდა, გადაეხარხარა.
Darrell wanted to giggle already.
180079.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ეცადა სერიოზული გამომეტყველება მიეღო.
She tried to keep her face straight.
180080.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ალისია, რა დაგემართა?
Alicia! What is wrong with you?