მოიძებნა 669201 ჩანაწერი
180121.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
უნდა დაგელაპარაკო!
I would like a few words with you!
180122.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ვეღარავინ გაბედა, ალისიასთვის მისი ნათქვამი გაემეორებინა.
Nobody dared repeat her words to Alicia.
180123.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ნუ შეწუხდებით ჩემი ნათქვამის გამეორებით, მამზელ.
Don't bother to repeat what I said, Mam'zelle.
180124.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
თერთმეტზე გელოდები, ალისია.
I shall expect you at eleven, Alicia.
180125.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
და, თუ შეიძლება, ფეხზე ადექი, როცა გელაპარაკებიან!
And please stand up when I speak to you.
180126.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ალისია წამოდგა.
Alicia stood up.
180127.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
სახეზე ცეცხლი ეკიდა.
Her face was a flaming red.
180128.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ქალბატონი პოტსი საკლასო ოთახიდან გავიდა და კარი გაიჯახუნა.
Miss Potts went out of the room, and she slammed the door.
180129.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
მამზელს არ უყვარდა, კარს რომ გაიჯახუნებდნენ ხოლმე.
Mam'zelle disliked people who banged doors.
180130.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
აჰ, ეს კარი თითქოს თავში მომხვდა!
Ah, this door, it goes through my head!
180131.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ქალბატონი პოტსი შესანიშნავი ქალბატონია, მაგრამ...
Miss Potts, she is very good woman, but...
180132.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
თვითონ არ სტკივა ხოლმე ჩემსავით თავი...
She does not have the head ache, as I do...
180133.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
მაგრამ გაცინება ვეღარავინ გაბედა.
But no one raised a giggle.
180134.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ალისიას ყურის ტკივილი აღარ უხსენებია.
Alicia said no more about her earache.
180135.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
წიგნი აიღო და ფანჯარასთან დაჯდა.
She took a book and sat down by the window.
180136.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
დარწმუნებული იყო, რომ ქალბატონი პოტსი მეტად აღარ შემოიხედავდა.
Feeling sure that Miss Potts would not appear again.
180137.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
მასწავლებელს აღარ მიუქცევია მისთვის ყურადღება.
The teacher took no further notice of her.
180138.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
მან გულმოდგინედ დაუწყო კლასში ძებნა ისეთ ვინმეს, ვინც ზმნის უღლებას თავიდან ბოლომდე უშეცდომოდ შეძლებდა.
She devoted herself to a whole-hearted search for someone in Form who could and would conjugate a whole verb properly.
180139.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
რომ ვერავინ იპოვა, დილის განწყობა მკვეთრად შეეცვალა და კლასს საშინელი დღე აყარა.
Not finding anyone, she lost the good temper she had entered with that morning, and gave the class a bad time.
180140.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ზარის დარეკვისთანავე კი გულმოსული გავარდა გარეთ.
She stalked out when the bell went.