მოიძებნა 669201 ჩანაწერი
180101.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ალისია, შეგიძლია, ფანჯარასთან გადაჯდე და შენით იკითხო ფრანგულის სახელმძღვანელო.
Alicia, sit by the window and read your French book to yourself.
180102.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ჩვენი ლაპარაკი მაინც არ გესმის.
You cannot hear a word we say.
180103.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
დარელმაც კეთილსინდისიერად გაუმეორა ყველაფერი, რაც შეეძლო, ხმამაღლა.
Darrell obligingly repeated it all at the top of her voice.
180104.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ბეტის სიცილი მოერია და გამეორება ვეღარ შეძლო.
Betty unfortunately was too overcome by a desire to laugh to be able to repeat it too.
180105.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
სამაგიეროდ, კლასმა გამოიჩინა გულმოდგინება.
But the class obliged with a will.
180106.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
კარი გაიღო და ქალბატონმა პოტსმა შემოიხედა.
The door opened and Miss Potts looked in.
180107.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
თურმე მეორე კლასს უტარებდა გაკვეთილს გვერდითა ოთახში და ხმაურმა გააკვირვა.
She had been taking Form 2 next door, and could not imagine what the shouting was.
180108.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
მაპატიეთ, მამზელ, რომ შემოგეჭერით, მაგრამ ნუთუ აუცილებელია, გოგონები ასე ხმამაღლა იმეორებდნენ ფრანგულ სიტყვებს?
Mam'zelle, excuse my interrupting you, but is it necessary for the girls to repeat their French lesson so very loudly?
180109.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
– მაპატიეთ, ქალბატონო პოტს!
Miss Potts, I am so sorry.
180110.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
მაგრამ მე არ მითხოვია გოგონებისთვის სიტყვების ხმამაღლა გამეორება.
But it is not for me the girls repeat words so loudly.
180111.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
„ეს სულ საბრალო ალისიას გამო ხდება“, – აუხსნა მამზელმა.
"It is for the poor Alicia", explained Mam'zelle.
180112.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ქალბატონმა პოტსმა გაოცებული სახით გადახედა.
Miss Potts looked most surprised.
180113.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
შეეცადა, უცოდველი სახე მიეღო.
She looked as innocent as she could.
180114.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
მაგრამ ქალბატონი პოტსი ყოველთვის ალღოთი გრძნობდა, ალისია და ბეტი როდის იყვნენ უცოდველები.
But Miss Potts was always on the alert when Betty or Alicia looked innocent.
180115.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
რას გულისხმობთ, მამზელ?
What do you mean Mam'zelle?
180116.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ალისია ხომ არ დაყრუვდა მოულოდნელად?
Has Alicia suddenly gone deaf?
180117.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
დილით თავს მშვენივრად გრძნობდა!
She was all right this morning.
180118.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
თითქმის არაფერი ესმის.
She is quite deaf now.
180119.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
ქალბატონმა პოტსმა მრისხანედ შეხედა ალისიას.
Miss Potts looked sharply at Alicia.
180120.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 6
დასვენებაზე ჩემთან შემოხვალ, ალისია!
Come to me at Break, Alicia!