მოიძებნა 669201 ჩანაწერი
180161.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
ალისია დარელს მიუახლოვდა და ხელი ჩაჰკიდა.
Alicia went up and took Darrell's arm.
180162.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
ჩვენ კიდევ მოვიფიქრებთ რამეს მე, შენ და ბეტი.
We'll think of something else soon, you and I and Betty.
180163.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
ის ამბავი, რომ ბანდის ერთ-ერთი წევრი იქნებოდა, გულს სიხარულით უვსებდა.
She was thrilled at the idea of being one of a gang.
180164.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
დამაცადეთ, იქნებ მეც მოვიფიქრო რამე!
Do let's! Maybe I could think of something, too.
180165.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
გადაწყდა, სანამ ცოტა დრო არ გავიდოდა, ჯობდა არაფერი ჩაედინათ.
If was decided, however, that it would be best not to try anything further until a little time had gone by.
180166.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
გონდოლინას შეშურდა, რომ ალისიამ და ბეტიმ, პირველკლასელების აღიარებულმა ლიდერებმა, დარელი დაიმეგობრეს.
Gwendoline was jealous of the way Alicia and Betty, recognized leaders in the first form, had made friends with Darrell.
180167.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
ბოლოს და ბოლოს, დარელიც მასავით ახალი იყო.
After all, Darrell was as new as she herself was.
180168.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
მეტიც, გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით დარელს ბევრად სჯობდა.
And she was much prettier, and had much more charm of manner.
180169.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
სელი ჰოუფს გამოუტყდა.
She took Sally Hope into her confidence.
180170.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
არ მომწონს, დარელ რივერსი ყველაფერში რომ თავს გვამეტებს!
I don't like the way Darrell Rivers pushes herself forward all the time.
180171.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
მე თუ მკითხავთ, ასე სულაც არ არის!
Not that I would if they asked me.
180172.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
სელი დიდად არ დაინტერესებულა, მაგრამ გონდოლინას არ ანაღვლებდა.
Sally didn't look very interested, but Gwendoline didn't mind.
180173.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია, ჩოგბურთსაც ყველაზე უკეთ ვთამაშობო, ამბობს.
She thinks she's got such good brains, she thinks she plays such a marvellous game of tennis.
180174.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
ცურვაშიც ტოლს არავის უდებს!
she's so good at swimming!
180175.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
მე მაგას დავუმტკიცებ, რომ ყველაფერში ვჯობივარ!
I've a good mind to show her that I'm better than she is!
180176.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
ისე გადახედა, თითქოს გაცამტვერებას უპირებსო.
She looked at her as if she would like to wither her up.
180177.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
მაშ, კარგი!
All right.
180178.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
შენც დაგიმტკიცებ, სელი!
I will just show you, Sally.
180179.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
აქამდე თავს არაფრისთვის არ ვიწუხებდი, რადგან არ მჭირდებოდა.
I haven't really tried before, because it didn't seem worth it.
180180.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
სიმართლე გითხრა, მელორი ტაუერსში ჩამოსვლა სულაც არ მინდოდა, არც დედა მიშვებდა.
I didn't want to come to Malory Towers, and Mother didn't want me to either.