მოიძებნა 669201 ჩანაწერი
180201.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
მარი-ლუმ დაკივლებაც ვერ მოასწრო.
Mary-Lou had no time to scream.
180202.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
გამწარებით გაიბრძოლა თავის დასახსნელად.
She began to struggle desperately.
180203.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
უკან რომ შებრუნდა, ბრაზისგან აცახცახებული დარელი დაინახა.
When she turned, there was Darrell, trembling with rage.
180204.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
„შე მხეცო“! – შეჰყვირა დარელმა.
"You beast"! shouted Darrell.
180205.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
დაგინახე, როგორ ჩააყვინთინე საბრალო მარი-ლუს.
I saw you duck poor Mary-Lou.
180206.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
კინაღამ დაახრჩვე!
You nearly drowned her!
180207.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
დარელმა მარილუს წყლიდან თავი ამოაყოფინა და ასე ეჭირა ხელით.
Darrell pulled Mary-Lou to the surface, and held her there.
180208.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
გოგონას სუნთქვა უჭირდა და სახეც გალურჯებოდა.
She was choking, blue in the face.
180209.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
დარელი ისევ გონდოლინას მიუბრუნდა და გაცეცხლებულმა დაუყვირა.
Darrell, her voice shaking with rage, addressed Gwendoline again.
180210.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
მარი-ლუ მთელი ძალით ჩაჰბღაუჭებოდა დარელს.
Mary-Lou was clinging with all her might to Darrell.
180211.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
შეშინებულმა გონდოლინამ გაიფიქრა, ჯობია, აუზს გავეცალო, სანამ დარელი ან ვინმე სხვა მუქარას არ ამისრულებსო..
Gwendoline, rather scared thought it would be just as well if she got out of the pool before Darrell or somebody elsecarried out the threat.
180212.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
მან აუზიდან ამოსასვლელი კიბისკენ გასწია
She began to wade towards the steps that led down into the pool.
180213.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
დარელმა ატირებული მარილუ ალისიას გადააბარა, თვითონ კი გოგონა დაიჭირა.
Darrell had given the weeping Mary-Lou to Alicia, caught her up.
180214.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
მართლა დახრჩობას კი არ გიპირებ, შე მშიშარა!
I'm not going to duck you, you little coward!
180215.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
უბრალოდ, მინდა იცოდე, შენნაირ ადამიანს რაც ეკუთვნის!
But I am going to show you what happens to people like you!
180216.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
ამ დროს ქეთრინის ხმა შემოესმათ: – „ჰეი, დარელ“!
"Hey, Darrell"! came the voice of Katherine.
180217.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
შეჩერდი! რას აკეთებ!
Stop that! What are you doing?
180218.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
თავი დაანებე გონდოლინას!
Leave Gwendoline alone!.
180219.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
კვლავ გაცხარებული დარელი ქეთრინს მიუბრუნდა.
Still blazing, Darrell rounded on Katherine.
180220.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
მაგრამ ვინმემ ხომ უნდა ასწავლოს ჭკუა ამ მხდალ გონდოლინას!
Somebody's got to teach that cowardly Gwendoline!