მოიძებნა 669201 ჩანაწერი
180261.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს.
The girls looked at one another.
180262.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
მიხვდნენ, დარელისა და გონდოლინას საკითხზე პირველკლასელების კრება უნდა გამართულიყო.
A first-form meeting! About Gwendoline and Darrell, they supposed.
180263.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
გონდოლინა თავის საძინებელში შევიდა.
Gwendoline had gone up to her dormy.
180264.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
მაგრამ ცდილობდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ევიშვიშა!
But she meant to make as much fuss as she could!
180265.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
მას ხომ დარელის ისედაც შურდა.
She had always been jealous of Darrell.
180266.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
ჩრდილოეთის ტაუერის რვა პირველკლასელი გოგონა საერთო ოთახში შეიკრიბა.
The rest of the first-form North Tower girls, eight of them, met in the common room.
180267.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
ქეთრინი მაგიდას მიუჯდა და დანარჩენებს თვალი გადაავლო.
Katherine sat herself on a desk and looked round.
180268.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
ალბათ დამეთანხმებით, რომ დარელი ყველას ძალიან მოგვწონს, მაგრამ მისი ქცევა უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.
I am sure you are all agreed that, much as we like Darrell, we can't pass behaviour of that sort.
180269.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
„ქეთრინ, გთხოვ, არ წაეჩხუბო“! – სუსტი ხმით შეევედრა მარი-ლუ.
"Katherine—don't row her please"! begged Mary-Lou's small voice.
180270.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
მან მე დახრჩობას გადამარჩინა, ნამდვილად გადამარჩინა!
She saved me from drowning, she really did.
180271.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
გონდოლინა არც ისეთი სულელია, ვინმე დაახრჩოს.
Gwendoline isn't such an idiot as to drown anyone.
180272.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
მარი-ლუს მტკიცედ სჯეროდა, რომ დარელი ნამდვილი გმირი იყო.
Mary-Lou was firmly convinced that Darrell was a heroine.
180273.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
მეტის თქმა მარი-ლუმ ვეღარ გაბედა, თუმცა დარდით იტანჯებოდა და აღელვება სახეზეც ეხატა.
Mary-Lou didn't dare to say any more, but she sat with a worried, anxious look on her face.
180274.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
ნეტავ, შესძლებოდა, ეთქვა, რა მამაცი და შეუპოვარი გოგო იყო დარელი!
Wishing she could speak up for Darrell bravely and fearlessly.
180275.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
მაგრამ ხმას ვერ იღებდა.
But she couldn't speak.
180276.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
„მე ვფიქრობ, დარელმა ქეთრინს უნდა მოუხადოს ბოდიში უხეშად მიმართვისათვის“, – განაცხადა აირენმა.
"I think", said Irene, "that Darrell should certainly apologize to Katherine for being cheeky to Katherine".
180277.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
და თუ ასე არ მოიქცევა, ერთი კვირა ხმა აღარ გავცეთ.
And if she won't, we won't speak to her for a week.
180278.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაოცა დარელმა.
I must say I'm surprised at Darrell.
180279.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
ვფიქრობ, გონდოლინასაც ბოდიში უნდა მოუხადოს.
I think she must apologize to Gwendoline too.
180280.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
გონდოლინას არაფერს ეტყვი?
Aren't you going to address a few words to Gwendoline too?