მოიძებნა 669201 ჩანაწერი
180241.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
ათას სისულელეს გაკეთებინებს დაუფიქრებლად.
You did things all without thinking.
180242.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
მერე კი, როცა ბრაზი ჩაცხრება, თავს საშინლად გრძნობ, გრცხვენია.
When your temper is gone, you are terribly ashamed.
180243.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
გასახდელი ოთახიდან ვიღაცის ქსუტუნი შემოესმა.
She heard somebody sniffling in the changing-room.
180244.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
დარელი ზურგიდან მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო.
Darrell came up behind her and put hand on her shoulder.
180245.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
მაპატიე, გონდოლინა!
Gwendoline! I'm sorry!
180246.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
მაგრამ ისე გავცხარდი, თავი ვეღარ მოვთოკე.
I was just so awfully angry I couldn't stop myself.
180247.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
გონდოლინას საიმისო დიდსულოვნება როდი გააჩნდა, რომ გულწრფელი ბოდიში მიეღო.
Gwendoline was neither generous enough to accept such a natural apology.
180248.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
დედას მივწერ და ვეტყვი ყველაფერს.
I shall write and tell my mother everything.
180249.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 7
მას რომ სცოდნოდა, მელორი ტაუერსში შენნაირები სწავლობდნენ, აქ არასოდეს გამომიშვებდა!
If she thought girls at Malory Towers would behave like you do, she'd never have sent me here!
180250.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
დარელი და გონდოლინა.
Darrell and Gwendoline.
180251.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
გოგონები აუზზე დარჩნენ და მომხდარით გაოცებულები ინტერესით განიხილავდნენ ჩხუბის ამბავს.
The girls left in the pool discussed the sudden happenings with interest and much surprise.
180252.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
ვინ იფიქრებდა, რომ მშვიდი დარელი ასე აფეთქდებოდა!
Who would have thought quiet Darrell would have lashed out like that!
180253.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
ქეთრინისათვის ისე თავხედურად არ უნდა მიემართა!
She can't be allowed to cheek Katherine.
180254.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
ქეთრინ, რამე ზომების მიღებას ხომ არ აპირებ?
Katherine, are you going to do anything about it?
180255.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
მას მუდამ მშვიდი სახე ასწითლებოდა.
Her usually calm face was red.
180256.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
დარელი ძალიან მოსწონდა, ახლა კი წამიერად შეეცვალა მასზე წარმოდგენა!
She had liked Darrell so much—and now in one minute she had quite a different idea of her!
180257.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
ალისიაც გაურკვევლობას გრძნობდა.
Alicia was puzzled too.
180258.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
დროდადრო თავს აქნევდა, ყურებიდან წყალი რომ გამოედევნა.
She shook her head from side to side, trying to get the water out of her ears.
180259.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
ვინ წარმოიდგენდა, დარელი ასეთი ფიცხი თუ იქნებოდაო.
Who would have thought Darrell had such a temper?
180260.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 8
„ჩრდილოეთის კოშკის“ გოგონებო, როგორც კი გამოიცვლით, საერთო ოთახში შემოდით! – გამოაცხადა ქეთრინმა.
"Come into the common room, North Tower girls, as soon as you are dressed", said Katherine at last.