მოიძებნა 669201 ჩანაწერი
180441.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ქალბატონმა პოტსმა ცივად გადახედა ალისიას.
Miss Potts looked at Alicia coldly.
180442.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
არ მეგონა, ისეთი სულელი თუ იყავი, რომ ერთსა და იმავე ოინს ორჯერ გააკეთებდი.
I shouldn't have thought that even you were foolish enough to try the same trick twice.
180443.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ერთი სიტყვაც ვერ გაიგო და ინტერესით მიაჩერდა.
She didn't hear a single word and gazed at her enquiringly.
180444.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ჯინა, ალისიას გაუცვალე ადგილი!
Jean, change places with Alicia!
180445.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
საწერი მაგიდის ნივთები შემდეგ გადმოიტანე.
You can change over the contents of your desk later.
180446.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ჯინა ადგა, კმაყოფილი იმით, რომ წინა რიგს დატოვებდა.
Jean stood up, very pleased to think that she would leave the front row.
180447.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
უკან ჩურჩული უფრო ადვილი იყო.
It was easy to whisper in the back row.
180448.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ალისია არ განძრეულა, იმიტომ, რომ ვერაფერი გაიგონა.
Alicia didn't move because she really hadn't heard.
180449.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
უცებ ყურში უცნაური ზუზუნი ჩაესმა.
There was suddenly a curious buzzing noise in her ears.
180450.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
გადადი, სულელო, ჯინას ადგილას დაჯექი!
You've got to move, idiot, go to Jean's place.
180451.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ალისია მიხვდა, რაც ხდებოდა და თავზარი დაეცა!
Alicia realized what was happening and she was full of dismay!
180452.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ყვინთვის შედეგად დამემართა!
It's all that under-water swimming!
180453.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ამას წინათ ხომ მოიგონე, თითქოს ყრუ იყავი.
You pretended you were deaf the other day.
180454.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
გთხოვთ, ნება დამრთეთ, აქ დავრჩე.
Please! let me stay here.
180455.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
„აბა, ალისია“, – მიმართა პოტსმა ხმამაღლა და გასაგებად, ისე, რომ სიყრუის შემთხვევაშიც გაეგო, – „მომისმინე და მითხარი, მეთანხმები თუ არა“.
"Now, Alicia", said Miss Potts, speaking in loud, clear tones so that, deaf or not, she would be sure to hear, "listen to me, and tell me if you agree with me or not".
180456.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
თუ არ დაყრუვდი და ისევ ოინბაზობ, ჯობია, ჩემ თვალწინ იჯდე.
If you are not deaf, but playing a trick, it would be best to have you out here under my eye.
180457.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ალისიას რაღა დარჩენოდა, თანხმობის გარდა.
Alicia, of course, could not do anything but agree.
180458.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
დაღვრემილი გადმოჯდა ჯინას ადგილზე.
She sat rather sulkily down in Jean's place.
180459.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
აქ მართლაც უკეთ შეძლებდა გაგონებას.
She could, of course, hear much better there.
180460.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
უეცრად უცნაური რამ მოხდა.
Then a funny thing happened.