მოიძებნა 669201 ჩანაწერი
180461.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ჯერ ერთი ყური გაეხსნა, შემდეგ – მეორე!
First one of her ears went "pop" and then the other.
180462.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
გოგონამ თავი შეარხია.
She shook her head.
180463.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ისე გაუხარდა, გვერდით მჯდომ მარი-ლუს გადაუჩურჩულა.
She was so pleased that she whispered to Mary-Lou, next to her.
180464.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
უკვე ყველაფერი მესმის!
I can hear everything!
180465.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ქალბატონ პოტსს ძალიან მახვილი სმენა ჰქონდა.
Miss Potts had extremely sharp hearing.
180466.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
რაო, ალისია, გაიმეორე რა თქვი!
Will you kindly repeat what you said, Alicia?
180467.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ვთქვი, რომ ყურები გამეხსნა და ახლა კარგად მესმის.
I said My ears have gone pop, now I can hear!
180468.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ხომ გეუბნებოდი, წინა მერხზე აღმოაჩენ, რომ კარგად გესმის-მეთქი!
I said you would probably find you could hear all right in the front desk.
180469.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
„მაგრამ ქალბატონო პოტს“... – დაიწყო ალისიამ.
"But Miss Potts"... began Alicia.
180470.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
წინ ჯდომა ძალიან სძულდა.
She hated being out in the front.
180471.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ჯინა კი ცვლილებით კმაყოფილი იყო.
Jean was very cheerful about the change.
180472.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ძალიან მინდოდა უკან ჯდომა.
I wished hard enough I could be at the back.
180473.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
„ეს ხომ უსამართლობაა“! – ბუტბუტებდა ალისია.
"It's not fair", grumbled Alicia.
180474.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ამ დილით მართლაც დაყრუებული ვიყავი და მოულოდნელად დამიბრუნდა სმენა.
I really was deaf this morning— and then my ears suddenly got right.
180475.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ქალბატონ პოტსს უნდა დაეჯერებინა ჩემთვის!
Miss Potts ought to have believed me.
180476.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
დარელი ეხმარებოდა და თან სიცილით კვდებოდა.
Darrell, who was helping, couldn't help laughing.
180477.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ალისია კი ხუმრობის გუნებაზე არ იყო და უბღვერდა.
Alicia was not in a mood to be teased, and she scowled.
180478.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ჯერ სიყრუე მოიგონე და მადმუაზელი დაარწმუნე, მერე მართლა დაყრუვდი და არავინ დაგიჯერა.
First you pretend to be deaf, and pull Mam'zelle's leg well, then you really do get deaf, and nobody believes it!
180479.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
ეს ამბავი მწყემსის არაკს ჰგავს, „მგელი, მგელიო“, რომ ტყუილად ყვიროდა და როცა მართლა გამოჩნდა მგელი, არავინ დაუჯერა და არავინ მივიდა.
It's just like that fable of the shepherd boy who called "wolf wolf"! when there wasn't a wolf, and then when there really was, nobody came because nobody believed him!
180480.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 9
მე შენ მეგობარი მგონიხარ!
I thought you were my friend.