მოიძებნა 669201 ჩანაწერი
180541.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
გონდოლინა გაბრაზდა, რადგან არ ელოდა, თუ ეს მშიშარა სულელი მარი-ლუც უარს ეტყოდა მეგობრობაზე.
Gwendoline was angry to think that the stupid, feeble Mary Lou should refuse to be friends with her.
180542.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
მაგრამ ისევ ტკბილი ღიმილით გააგრძელა.
But she still went on smiling sweetly.
180543.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
კარგად იცი, იმ დღეს აუზზე ცუდი განზრახვა არ მქონია.
You know I didn't mean anything that time in the pool.
180544.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
მხოლოდ გაგეხუმრე.
It was just a joke.
180545.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
ვერ გავიაზრე, რომ შეგეშინდებოდა.
I didn't realize you were so frightened.
180546.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
გონდოლინა თუ რამეს გულში ამოიჭრიდა, ყველაფერზე წავიდოდა მის შესასრულებლად.
There was something very determined about Gwendoline, when she had made up her mind about anything.
180547.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
მარი-ლუმ აღარ იცოდა, მას ხელიდან როგორ დასხლტომოდა.
Mary-Lou didn't know how to get away.
180548.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
ამიტომ ფარ-ხმალი დაჰყარა.
So, she surrendered.
180549.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
„კარგი, ვიმეგობროთ, თუ მართლა არ გინდოდა ჩემთვის რაიმეს დაშავება იმ დღეს აუზზე“, – ყოყმანით წარმოთქვა გოგონამ.
"Well", she said, hesitatingly, "Well—if you really didn't mean to hurt me, that time in the pool, I'll be friends".
180550.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
მაგრამ არ ვაპირებ, დარელსა და ალისიაზე ცუდი რაღაცები ვილაპარაკო.
But I'm not going to talk against Darrell or Alicia.
180551.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
გონდოლინამ ხელზე ხელი მოუჭირა დაბნეულ მარი-ლუს და ისევ ტკბილად გაუღიმა.
Gwendoline gave her arm a squeeze, bestowed another honeyed smile on the perplexed Mary-Lou.
180552.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
ყველამ იცის, როგორ მოაბეზრა თავი მარილუმ დარელს განუწყვეტლივ კუდში დევნით.
Everyone knows how fed- up Darrell is with Mary-Lou, because she's always tagging after her.
180553.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
მალე იმასაც გაიგებენ, ალისია რომ გაუბრაზდა, დედამისის სურათის გატეხვისთვის.
Soon everyone will know how cross Alicia is because she has broken her mother's photograph.
180554.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
ჰოდა, ახლა მარი-ლუს თუ რამე ოინს მოვუწყობ, უეჭველად დარელის ან ალისიას სამაგიეროს დააბრალებს ყველა.
So, if I start playing a few tricks on Mary Lou, everyone will think it is Darrell or Alicia getting back at her!
180555.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
თუ მარი-ლუს დავუახლოვდები ვერავინ იფიქრებს რომ მე გავაკეთე.
If I make close friends with Mary-Lou nobody would ever think I had anything to do with things.
180556.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
სანაძლეოს დავდებ, რომ ვერც ერთი ჩემი თანაკლასელი ასეთ გეგმას ვერ მოიფიქრებდა!
I bet no one else in the whole of the first form could think of a plan like this.
180557.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
მართალიც იყო.
She was right.
180558.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
მას კი სულაც არ ადარდებდა, რომ ეს უღირსი საქციელი იყო.
She couldn't even see that she was doing a mean thing.
180559.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
ყველაფერი დიდი სიფრთხილით დაგეგმა.
She laid her plans very carefully.
180560.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
ახლა უკვე მომენტს დაელოდებოდა, როცა დარელი და ალისია კლასში მორიგედ იქნებოდნენ – ოთახს დაალაგებდნენ და ლარნაკებს წყლით აავსებდნენ.
She would wait her time, till Alicia or Darrell were carrying out the duty of tidying the classroom and filling the vases with water.