მოიძებნა 669201 ჩანაწერი
180601.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
ის და მარი-ლუ ყველგან ერთად დადიოდნენ და ამით ყველას აოცებდნენ.
She and Mary-Lou went about everywhere together now, much to the amazement of everyone.
180602.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
როგორ მიენდო მარი-ლუ იმ საშინელ გონდოლინას!
How could Mary-Lou chum up with that awful Gwendoline?
180603.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
ან გონდოლინა რისთვის ეწებება მარი-ლუს?
And why was Gwendoline sucking up to Mary Lou?
180604.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
გონდოლინას დროც დადგა.
Gwendoline's chance came.
180605.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
საერთო ოთახში რაღაცის მოსატანად გაგზავნეს ათი წუთით ადრე, სანამ საღმოს გაკვეთილები დაიწყებოდა.
She was told to go and fetch something from her common room, ten minutes before afternoon school.
180606.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
შევიდა ოთახში, კოლოფი გახსნა და დიდფეხება ობობა მერხში ჩააცურა.
She entered the room and let the long-legged spider run into the desk.
180607.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
მწერი უჯრის ბნელ კუთხეში მიბობღდა და იქ მოკალათდა.
It ran to a dark corner of the drawer and crouched there.
180608.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
გონდოლინა მაშინვე გამოვიდა კლასიდან, დარწმუნებული იყო რომ არავის შეუმჩნევია.
Gwendoline hurried away from the classroom, certain that no one had seen her.
180609.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
ორიოდე წუთის შემდეგ დარელი და ალისია შევიდნენ ყვავილებისთვის წყლის გამოსაცვლელად.
Two minutes later Darrell and Alicia strolled in to fill the flower-vases with water.
180610.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 10
ოჰ, როგორ გაუმართლა გონდოლინას!
Ah, luck was with Gwendoline just then!
180611.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 11
ობობა.
The spider.
180612.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 11
ნაშუადღევს პირველი გაკვეთილი ზეპირი არითმეტიკა იყო.
The first lesson that afternoon was mental arithmetic.
180613.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 11
ამ გაკვეთილზე მერხის უჯრებს არავინ აღებდა, რადგან ძირითადად ზეპირად მეცადინეობდნენ.
There was no need for anyone to open a desk drawers, because it was all oral work.
180614.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 11
მეტისმეტად ცხელოდა და ქალბატონი პოტსი გოგონების მიმართ ლმობიერი იყო.
Miss Potts was lenient with the girls, for it was a very hot.
180615.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 11
დარელი ამით კმაყოფილი იყო, რადგან მათემატიკა არ ეხერხებოდა, განსაკუთრებით – ზეპირი არითმეტიკა.
Darrell was glad, for arithmetic was not her strong point, especially mental arithmetic.
180616.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 11
მომდევნო გაკვეთილი მამზელ დიუპონისა ჰქონდათ.
The next lesson was to be taken by Mam'zelle Dupont.
180617.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 11
ფრანგული ზეპირმეტყველება, რომელზეც გოგონებს მასწავლებლის მარტივ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ევალებოდათ.
It was to be a French conversation lesson, in which the girls would endeavour to answer all teacher's simple questions.
180618.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 11
ქალბატონი პოტსი გავიდა და მამზელი შემოვიდა.
Miss Potts left, and Mam'zelle arrived.
180619.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 11
ერთადერთი გაკვეთილი, რაც იმ ამინდს შეეფერებოდა, ცურვა იყო.
The only lesson they would really enjoy that weather would be a swimming lesson.
180620.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 11
ფრანგულის გაკვეთილი დიდხანს გაიწელა.
The French lesson proceeded slowly.