მოიძებნა 669201 ჩანაწერი
180761.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
ერთი, უნდა ვკითხო.
I must ask them.
180762.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
გონდოლინას სახე აელეწა.
Gwendoline went flaming red.
180763.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
როგორ მაკადრა ქალბატონმა პოტსმა, მას, გონდოლინა მერი ლეისს, მაბეზღარა უწოდა!
Fancy Miss Potts daring to call her, Gwendoline Mary Lacey, a sneak!
180764.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
მხოლოდ იმიტომ, რომ საყურადღებო რამეზე მიანიშნა!
All because she had just wanted to drop a kindly hint.
180765.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
ოთახიდან გავიდა, უნდოდა, კარი მაგრად გაეჯახუნებინა, ისე, როგორც შინ აკეთებდა ხოლმე.
She went out of the room, longing to slam the door as she often did at home.
180766.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
მაგრამ ვერ გაბედა.
But she didn't dare.
180767.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
საკუთარი თავი საშინლად შეებრალა.
She felt very sorry for herself.
180768.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
დედამისს რომ სცოდნოდა, ეს რა საშინელი სკოლა იყო, სასწრაფოდ მოაშორებდა აქაურობას!
If her mother knew what an awful school she had come to she would take her away at once.
180769.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
მისი საუბარი ზოგჯერ ძალიან ჰგავდა ქალბატონი პოტსისას.
He could say things at times very like the things Miss Potts said.
180770.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
ის კვირა მიილია.
The week went by.
180771.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
ცხელოდა, თუმცა გრილი ნიავიც ქროდა და თამაშისა და ცურვისათვის შესანიშნავი ამინდები იდგა.
It was hot with a cool breeze that made games and swimming even more pleasure.
180772.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
ალისია და ბეტი ბევრს ვარჯიშობდნენ სპორტში.
Alicia and Betty were practising hard for the sports.
180773.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
ორივენი არაჩვეულებრივი მოცურავეები და მყვინთავები იყვნენ.
Both were excellent swimmers and divers.
180774.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
დარელიც ცდილობდა, მათთვის მიებაძა.
Darrell tried to imitate all they did.
180775.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა, მაგრამ არა ისე, როგორც მათ.
She was good, too, but not quite so good as they were.
180776.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
ერთადერთი უბედური მარი-ლუ იყო.
The only unhappy person was Mary-Lou.
180777.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
მრავალ წვრილმან უსიამოვნებაში გაეხვია.
She got into a lot of trouble over many little things.
180778.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
მაგალითად, გასახდელში დატოვებული ტანისამოსი აუზში ჩაყრილი იპოვა.
For instance, her clothes in the changing-room had been thrown down in a pool.
180779.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
იძულებული გახდა, დიასახლისთან წაეღო გასაშრობად.
She had to take them to Matron to be dried.
180780.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 12
დიასახლისი გაუჯავრდა.
Matron was cross.