მოიძებნა 669201 ჩანაწერი
180881.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
საოცარი ადამიანია!
He's marvellous.
180882.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
თუკი ისეთ ღირსეულ საქმეს აირჩევ, როგორიც ექიმობა, მასწავლებლობა, მწერლობა ან მხატვრობაა, მთელი გული უნდა მიუძღვნა.
When you choose something worthwhile like doctoring—or teaching— or writing or painting, it is best to be whole-hearted about it.
180883.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
ამიტომ გახსოვდეს, საქმის მთელი გულით კეთებას ბავშვობის ასაკიდან უნდა მიეჩვიო.
So you must learn to be whole-hearted when you are child.
180884.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
რატომ მეტი მონდომებით არ ვიმეცადინე, ახლა ხომ მოწინავეთა რიგებში ვიქნებოდიო.
What a pity she hadn't been whole-hearted over her work and got up to the top.
180885.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
შაბათს გონდოლინას დედა და მოხუცი გუვერნანტი, ქალბატონი უინტერიც აპირებდნენ ჩამოსვლას.
Gwendoline's mother and her old governess, Miss Winter, were coming on Saturday too.
180886.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
გონდოლინა მოუთმენლად ელოდა, როდის მოიწონებდა თავს მათ წინაშე.
Gwendoline was very much looking forward to showing off in front of them.
180887.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
მარი-ლუს მშობლები ვერ მოდიოდნენ და მოწყენილი იყო.
Mary-Lou's parents were not coming and she was sad.
180888.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
ნუ ნერვიულობ, მარილუ.
Never mind, Mary-Lou.
180889.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
თავს მარტო არ გაგრძნობინებ.
I won't let you feel lonely.
180890.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
თუმცა მარი-ლუს დიდად არ ხიბლავდა გონდოლინასთან ყოფნა.
Mary-Lou didn't much want to keep with Gwendoline.
180891.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
მართალია, წინათ გვერდით არ იკარებდა, მაგრამ ახლა ხომ დაპატიჟა!
She had ticked her off so much lately, but now she had given her this invitation.
180892.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
უცებ გაახსენდა გონდოლინას მიპატიჟება და სახე შეეცვალა.
Then she remembered Gwendoline's invitation, and her face changed.
180893.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
მერე რა, მიდი და უთხარი, რომ ჩემს მშობლებს უნდათ შენი გაცნობა.
Well, go and tell her that my parets would like to meet you.
180894.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
არა მგონია, ეწყინოს.
I shouldn't think she'd mind.
180895.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
ძალიან გამიბრაზდება.
She might be very angry.
180896.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
განსაკუთრებით იმიტომ, რომ შენ არ მოსწონხარ.
Especially as she doesn't like you.
180897.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
ეს ნიშნავს, რომ ჩემთან ყოფნას გონდოლინასთან ყოფნა გირჩევნია.
I suppose that means you'd rather go with Gwendoline than with me.
180898.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
განსაკუთრებით აღიზიანებდა, მარი-ლუს დამფრთხალ მზერას რომ წააწყდებოდა ხოლმე.
It always irritated her when Mary-Lou put on her scared look.
180899.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
მაგას როგორ ამბობ, დარელ!
Darrell How can you say that?
180900.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 13
მაშინ მიდი და უთხარი გონდოლინას!
Well, go and tell Gwendoline then.