მოიძებნა 669201 ჩანაწერი
180981.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
სულაც არ გამიკვირდება, გუნდში თუ ამიყვანენ!
I shouldn't be surprised if I'm put into a team!
180982.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
მარი-ლუმ კი გაოცებით შეხედა.
Mary Lou stared at her in surprise.
180983.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
ყველამ იცის, რომ გონდოლინა ყოველგვარ თამაშში მაჩანჩალაა.
Everyone knows Gwendoline is a real muff at all games!
180984.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
და მამზელი გიჟდება ჩემს ფრანგულზე.
And Mam'zelle is very pleased with my French.
180985.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
მგონი მაგაშიც ყველაზე უკეთესი ვარ.
I believe I might be top in that.
180986.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
ასე მეუბნება, ბრწყინვალე აქცენტი გაქვსო.
She says I have a splendid accent.
180987.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
მარი-ლუს ერთი სული ჰქონდა, ეთქვა, რომ გონდოლინას ფრანგულში ყველა სჯობდა, მაგრამ, ვერ გაბედა.
Mary-Lou longed to say that Gwendoline was always bottom in the French class, but she did not dare to.
180988.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
როგორ ატყუებს თავისიანებს?
How could she stuff her people up with such a lot of lies?
180989.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
და ესენიც როგორ უჯერებენ?
And how could they believe them?
180990.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
ცურვის შეჯიბრში ხომ მიიღებ მონაწილეობას ამ საღამოს?
Are you going to go in for the swimming-match this afternoon?
180991.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
ოქროსფერი დალალები ამჯერადაც ზურგზე ეფინა და დედის თვალში ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა.
She had hershining golden hair loose down her back, and looked, so her mother thought, like a real angel.
180992.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
სხვებსაც ხომ უნდა მივცე შანსი?
It's best to give the others a chance.
180993.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
მარი-ლუ კინაღამ ცუდად გახდა.
Mary-Lou felt slightly sick.
180994.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
ამ დროს დარელმა ყველაფერი გააფუჭა!
Then Darrell spoilt it all!
180995.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
მან თავის მშობლებთან ერთად ახლოს ჩაიარა.
She passed by with her parents.
180996.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
ქალბატონი ლეისი მოიხიბლა მისი გარეგნობითა და ბედნიერი ღიმილით.
Mrs. Lacey was struck by her good looks and happy smile.
180997.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
რა მშვენიერი გოგონაა, საყვარელო!
There's a nice girl, dear!
180998.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
შენი მეგობარია?
Is she one of your friends?
180999.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
არა, ეგ არაა ჩემი მეგობარი!
She's not a friend of mine.
181000.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 14
მაგრამ დარელის ქებით გახარებული მარი-ლუ მას აღარ დაელოდა და გასძახა.
But Mary Lou, delighted at this praise of Darrell, was calling to her.