მოიძებნა 669201 ჩანაწერი
181261.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
მისთვის სპეციალისტი მოეყვანათ.
A specialist is coming to see her!
181262.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
დარელმა მთელი დღე ლუკმა ვერ გადაყლაპა.
Darrell could not eat anything at all that day.
181263.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე გრძელი დღე.
It was the longest day in her life.
181264.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
მისი შეძრწუნებული სახით შეშინებული მარი-ლუ გვერდიდან აღარ შორდებოდა.
Mary-Lou, scared by her stricken face, kept close by her.
181265.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
კითხვას კი ვერ უბედავდა.
She didn't dare to ask her.
181266.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
ახლა მხოლოდ ის უნდოდა, რაღაცით დახმარებოდა.
She only wanted to help her.
181267.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
სხვა გოგონებს ბევრი არაფერი შეუმჩნევიათ.
The other girls did not notice anything much.
181268.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
სეირნობდნენ, ბანაობდნენ, მზეზე ირუჯებოდნენ და, უბრალოდ, კვირა დღეს ბედნიერად ატარებდნენ.
They went for walks, bathed, lay about in the sun, and had a happy Sunday.
181269.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
ქალბატონ პოტსს კვლავ დარელზე ეჭირა თვალი.
Miss Potts still kept an eye on Darrell.
181270.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
ნეტავ, რა დაემართა?
What could be the matter with her?
181271.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
სელის ავადმყოფობას ხომ არ განიცდის ასე ძალიან?
Was it Sally's illness that was worrying her?
181272.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
ასე არ იქნება.
It couldn't be.
181273.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
დიასახლისი ახალს არაფერს ამბობდა.
Matron had no more news.
181274.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
სელისთან შესვლის ნებას არავის რთავდნენ.
No one was allowed to see Sally.
181275.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
კინაღამ გადაირია, დარელმა რომ დაუჟინა, გინდა თუ არა ერთი წუთით შემიშვიო!
She had been quite shocked because Darrell had begged to go and see her for a moment!
181276.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
საწოლში ჩაწვა და ფიქრს მისცა თავი.
She lay in bed, thinking.
181277.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
მესამე-მეოთხეკლასელები უკვე დასაძინებლად დაწვნენ.
The third- and fourth-formers came up to bed.
181278.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
უკვე გვიანი იყო.
It was late.
181279.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
გარეთ გვარიანად ბნელოდა.
It was dark outside.
181280.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
დარელის გარდა ყველას ეძინა.
Everyone was asleep except Darrell.