მოიძებნა 669201 ჩანაწერი
181321.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
„მამიკო“! – დაიყვირა დარელმა და ყველაფერი დაავიწყდა, გარდა იმ ფაქტისა, რომ იქ მისი მამა იდგა, მამა, რომელიც ძალიან შორს ეგულებოდა.
"DADDY"! squealed Darrell, forgetting absolutely everything except the fact that there was her father, whom she thought was far away.
181322.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ყურებს არ უჯერებდა!
He couldn't believe his ears!
181323.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
დარელი ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა.
Darrell leapt down from the window-seat.
181324.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
რა დაგემართა, საყვარელო?
What's the matter, darling?
181325.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
აქ რატომ ხარ?
Why are you here?
181326.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ბატონო რივერს, იქნებ ჩემს კაბინეტში ჩავსულიყავით.
Mr. Rivers, you had better come into my room downstairs, please.
181327.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ბატონმა რივერსმა დარელი ხელში აიყვანა და ისე გაჰყვა უკან ქალბატონ გრეილინგს.
Carrying Darrell in his arms, Mr. Rivers followed Miss Grayling downstairs.
181328.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
დარელი ისე ჩაჰფრენოდა მამას, გეგონებოდათ, ხელს არასოდეს გაუშვებსო.
Darrell clung to her father as if she would never let him go.
181329.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ბატონი რივერსი სავარძელში ჩაჯდა და დარელი მუხლებზე დაისვა.
Mr. Rivers sat down in a big armchair with Darrell on his knees.
181330.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
დიასახლისი სადღაც გაქრა.
Matron disappeared.
181331.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
იქ მხოლოდ ქალბატონი გრეილინგი დარჩა.
Only Miss Grayling was there.
181332.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ქალი გაოცებული შესცქეროდა დარელს და მამამისს.
She looked in a very puzzled manner at Darrell and her father.
181333.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
არაუშავს, აი, მე აქ ვარ და ყველაფერს მოვაგვარებთ!
Never mind, I'm here, and I'll put everything right for you.
181334.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
მე ისე საძაგლად მოვიქეცი!
I've been wicked!
181335.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ისევ ნერვები ამეშალა!
It was my temper again.
181336.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ოჰ, მამიკო, ჩემი ბრალია, სელი რომ ავად არის.
Oh, Daddy, it's all my fault that Sally is so ill!
181337.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
რას ლაპარაკობ?
What are you talking about?
181338.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
დარელმა მის მკერდში ჩარგო თავი და ცოტა მოეშვა.
Darrell snuggled her head into his chest and began to feel much better.
181339.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
მამას ყოველთვის შეეძლო პრობლემების მოგვარება.
Daddy could always put things right.
181340.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
რა ბედნიერება ეწვია, ის რომ აქ გაჩნდა ამ ღამეს!
What a blessing he was here tonight.