მოიძებნა 669201 ჩანაწერი
181281.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
არ შემიძლია აქ ვიწვე და ვიფიქრო!
I simply can't lie here thinking and thinking!
181282.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
– ხალათი მოიხურა და უხმაუროდ გამოვიდა ოთახიდან.
She slipped on her dressing gown and went quietly out of the room.
181283.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
ფეხაკრეფით ჩაიარა ფართო კიბე და ეზოში გავიდა.
She crept down the wide stairs and out into the Court.
181284.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
უცებ ღამის სიჩუმეში მანქანის ხმა მოესმა.
In the stillness of the night, she heard the sound of a car.
181285.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
ნეტავ, ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისას?
Whoever could it be, so late at night?
181286.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
დარელმა სანიტარული განყოფილების ფანჯრებისკენ გაიხედა.
Darrell glanced up at the windows of the San.
181287.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
იქ სინათლე იყო.
There were bright lights there.
181288.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
ნეტავ, რა ხდება იქ, ეს მაინც იცოდეს!
What was going on now? if only she knew!
181289.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
დარელი იმ თაღისკენ გაემართა, რომლითაც ეზო სამანქანო გზას უკავშირდებოდა.
Darrell slipped through the archway that led from the Court to the drive.
181290.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
დიახ, იქ მართლა იდგა მანქანა!
Yes, a car stood there.
181291.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
კარი ვიღაცას ღია დაეტოვებინა.
Someone had left the door open.
181292.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
ხელი ჰკრა და შიგნით შევიდა.
She pushed it and went inside.
181293.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 16
ახლა გაარკვევდა, რა ხდებოდა!
Now she would find out what was happening!
181294.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
დერეფანში მკრთალი შუქი ენთო.
There was a little light burning in the hall.
181295.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
დირექტორის კაბინეტი ჩაბნელებული იყო.
The Head Mistress's room was in darkness.
181296.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ალბათ სანიტარულ განყოფილებაშიაო.
She was evidently in the San.
181297.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
დარელი ფეხაკრეფით ავიდა ზემოთ.
Darrell crept upstairs.
181298.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
იქ ყველაფერი გაეჩახჩახებინათ და საქმიანად მიდი-მოდიოდნენ.
There were bright lights everywhere, and a good deal of bustle.
181299.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ნეტა რა სჭირს საბრალო სელის?
What was happening to poor Sally?
181300.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
დარელს გული ძალიან დაუმძიმდა.
Darrell's heart felt very heavy.