მოიძებნა 669201 ჩანაწერი
181401.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
სელი ბოროტი ბავშვი სულაც არ არის.
Sally is not a cruel child.
181402.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
სხვა შვილები გყავთ?
Have you any other children?
181403.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ქალმა თავი გააქნია.
She shook her head.
181404.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
სელი თორმეტისა იყო, როცა დეფნე დაიბადა.
Sally was twelve when Daphne was born.
181405.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ჩემი ვარაუდით, სელი ზედმეტად იყო თქვენზე მოკედლებული.
I should think, that Sally is very much attached to you.
181406.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ეს თქვენ ვერ გაგიმხილათ, რადგან შეეშინდა, რომ მასზე ცუდს იფიქრებდით.
She probably didn't like to tell you so, in case you thought badly of her.
181407.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
უბრალოდ, შეიცვალა, სულ ეს იყო.
She just changed, that's all.
181408.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
აღარ მხიარულობდა.
She wasn't merry any more.
181409.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ძველებურად სიყვარულს აღარ გამოხატავდა ჩვენ მიმართ და ბავშვი კი თითქმის შეიძულა.
She didn't come to us and love us as she used to do, and she seemed to hate the baby.
181410.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ვიფიქრე, გაუვლის-მეთქი.
I thought it would blow over.
181411.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ამიტომ გაგზავნეთ შორს და ადგილი მეორე შვილისთვის გაათავისუფლეთ, რომელმაც მას თქვენი მზრუნველობა და სიყვარული წაართვა.
So you had sent her away to make room for another baby who was taking up all your care and attention.
181412.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
სელის ამისთვის ნუ დაადანაშაულებთ.
You mustn't blame Sally for it.
181413.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ნურც იმას დაელოდებით, როდის გაიზრდება.
Neither must you let it grow.
181414.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
უბრალოდ, აგრძნობინეთ, რომ ახლაც ისევე გიყვართ, როგორც უწინ და ეს საკმარისი იქნება.
If only you can make her feel you love her as much as ever you did it will be quite enough.
181415.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
აღელვებული და შეშინებული შემოვიდა – ნერვიულობდა, ქალბატონი ჰოუფი რას ეტყოდა.
She came in nervously, scared of what Mrs. Hope might say.
181416.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
მაგრამ მალე გაშინაურდა და რაც იცოდა, ყველაფერი თქვა.
But she was soon put at her ease, and she told all she knew.
181417.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ქალბატონი გრეილინგი სელის დედას მიუბრუნდა და უთხრა, „კარგი იქნება, თქვენს შესვლამდე დარელს თუ მივცემთ საშუალებას, სელი მოინახულოს“.
Miss Grayling turned to Mrs. Hope and told: "I think it would be a good idea if we let Darrell go in to see Sally before you do".
181418.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ხომ ეტყვი, დარელ?
Will you tell that, Darrell?
181419.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
მან უცებ გაიაზრა, რა აწუხებდა სელის!
She had suddenly seen all Sally's trouble!
181420.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
რატომ ეჭვიანობდა თავის პატარა დაზე!
Why, she was jealous of her little baby sister!