მოიძებნა 669201 ჩანაწერი
181681.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
მალე მთელს სკოლას მოედო, თუ როგორ ჩახტა წყალში ტანსაცმლიანად, რათა დარელი გადაერჩინა.
Soon it had gone all up and down the school how she had jumped into the pool, fully- dressed, to try and save Darrell.
181682.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ყველამ ვიცით, როგორი მამაცი ხარ.
We all know how brave you are.
181683.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ჰოდა, შენგან მეტ გაბედულებას მოველით!
We shall expect to see a bit more of your bravery!
181684.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ახლა ვიცი, რომ მამაციც შემიძლია ვიყო.
Now I know I can be brave.
181685.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ცხოვრებაში ვერასოდეს, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთ ღრმა წყალში გადახტომას გავბედავდი.
I never, never in my life thought I would dare to jump into the deep water like that.
181686.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ფიქრიც კი არ შემეძლო ამაზე.
I never even thought about it.
181687.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ერთადერთი ადამიანი, ვინც მარი-ლუს საქციელი არ შეუქო, გონდოლინა იყო.
The only person who had no word of praise for Mary- Lou was Gwendoline.
181688.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
შეშურდა კიდეც, ყურადღების ცენტრში რომ მოექცა.
For one thing she was really jealous of all the fuss made of Mary-Lou.
181689.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
სულელი მარი-ლუ!
Stupid Mary- Lou!
181690.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ალბათ ახლა თავში აუვარდება.
I suppose she will get all conceited now.
181691.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ისევ იმ მოკრძალებულ, წყნარ გოგონად დარჩა, მაგრამ უფრო თავდაჯერებული გახდა.
She remained her own rather shy, quiet self, but now she had more confidence.
181692.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
სიამაყესა და კმაყოფილებას გრძნობდა, თუმცა გარეგნულად არ ამჟღავნებდა, როგორც ამას გონდოლინა გააკეთებდა.
She was pleased and proud, though she did not show it, as a girl like Gwendoline would have done.
181693.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
სელი ორკვირიანი ავადმყოფობის მერე სრულიად შეცვლილი დაუბრუნდა სკოლას.
Sally came back into school again, as she did in two weeks time, she too seemed changed.
181694.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ის გონდოლინას სისულელეებს აღარ აიტანდა.
She would stand no nonsense from Gwendoline.
181695.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
თანაც მარი-ლუს დაუახლოვდა და ის გვერდზე გასწია.
She stood up for Mary-Lou, and ticked her off.
181696.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
სამი კვირაღა იყო დარჩენილი არდადეგებამდე.
Only three more weeks till the holidays!
181697.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
დარელს არც კი სჯეროდა, რომ დრო ასე სწრაფად გავიდა
Darrell could hardly believe the time had flown by so quickly.
181698.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ის ახლა ბევრს მეცადინეობდა და ნიშნების ყოველკვირეულ რეიტინგებში ორჯერ დაიკავა მეხუთე ადგილი.
She was working much better now, and twice she had been fifth from the top in her weekly marks.
181699.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
მხოლოდ გონდოლინა იდგა მყარად ბოლო ადგილზე.
Gwendoline was the only one steadily at the bottom.
181700.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
მარი-ლუც კი ორი ადგილით დაწინაურდა.
Even Mary-Lou had crept up a place or two.