მოიძებნა 669201 ჩანაწერი
181741.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
მხოლოდ ერთი შეცდომაა შიგ!
Only one mistake!
181742.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
აქამდე ეს არასოდეს მომხდარა.
Never has this happened before.
181743.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
დარელიც ბევრად უკეთ მუშაობს.
There's Darrell working much better too.
181744.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
მარი-ლუც კი საგრძნობლად გამოცოცხლდა აუზში გადახტომის შემდეგ.
And Mary- Lou has blossomed out tremendously since she jumped into the pool.
181745.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
მაგრამ გონდოლინა ყველაზე მეტად მაოცებს.
But, Gwendoline is really the most surprising one.
181746.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
გუშინ მშვენიერი თხზულება დამიწერა, მხოლოდ მართლწერაში დაუშვა რამდენიმე შეცდომა.
She wrote me quite a passable composition yesterday, with only several spelling mistakes.
181747.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ჩვეულებრივ ოცზე მეტ შეცდომას უშვებდა.
Usually she makes at least twenty mistakes.
181748.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ახლა თამამად შემიძლია, შეფასების ფურცელში ჩავუწერო, რომ „შეუძლია ტვინის გამოყენება“.
I shall be able to put "Can use her brains" on her report.
181749.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
გონდოლინას დიდად არ სიამოვნებდა ამდენი მეცადინეობა.
Gwendoline did not enjoy working so hard.
181750.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
დარელი დასცინოდა და სხვებსაც უყვებოდა, რის გამო შეიცვალა ასე უეცრად.
Darrell laughed at her, and told the others why there was such a sudden change.
181751.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
აი, რა მოჰყვება ხოლმე ტრაბახს.
That's what comes of boasting.
181752.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ადრე თუ გვიან შენი სიტყვების უკან წაღება მოგიწევს.
Sooner or later you have to eat your words.
181753.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
მარი-ლუც იცინოდა.
Mary-Lou laughed too.
181754.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ახლა გაცილებით უფრო თამამი იყო, მხოლოდ მაშინ თუ გვერდით დარელი ან სელი ჰყავდა.
She was much bolder nowadays, though only when Darrell or Sally were there.
181755.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
მეორე დღეს გონდოლინას შანსი მიეცა, მარი-ლუზე შური ეძია.
Gwendoline had her chance of paying Mary-Lou out the next day.
181756.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ის საერთო ოთახში მაშინ შევიდა, როცა იქ არავინ იყო.
She went into the common room when there was no one else there.
181757.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
პირველმა ჯინამ ნახა დამსხვრეული კალამი.
It was Jean who saw the smashed pen first.
181758.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ეს ვინ ჩაიდინა?
Who's done that?
181759.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
რა ბოროტი ხუმრობაა!
What a mean trick!
181760.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ემილი და ქეთრინი შემოვიდნენ.
Emily and Katherine came in.