მოიძებნა 669201 ჩანაწერი
181701.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
დარელს აინტერესებდა, სემესტრის ბოლოს როგორღა დაარწმუნებდა გონდოლინა მშობლებს, თითქოს ყველაფერში მოწინავე იყო.
Darrell wondered how Gwendoline was going to persuade her parents that she was top in everything at the end of the term.
181702.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
დარელი ერთხელაც ამ საკითხზე გონდოლინას დაელაპარაკა.
Darrell spoke to her one day about it.
181703.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
გონდოლინა, რას იტყვის შენი დედ-მამა, როცა შენი შეფასების ფურცელით გაიგებენ, თუ რა ცუდად დაასრულე სემესტრი.
Gwendoline, what will your mother and father say when they see on your report how badly you've done the term?
181704.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ნიშნების ფურცელიც არ იცი, რა არის?
Don't you know what reports are?
181705.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
აი, მე გაჩვენებ ჩემსას, ძველს.
Look, I'll show you an old one of mine.
181706.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
აქ იმისთვის წამოვიღე, რომ ქალბატონ პოტსისთვის მეჩვენებინა.
I had to bring it with me to show Miss Potts.
181707.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
იქ ყველა საგნის ნიშანი ცალ-ცალკე იყო ჩამოწერილი, იქვე მიეთითებინათ თუ რომელ ადგილზე იყო კლასში, და კომენტარები.
A list of all the subjects taken, with their marks, and position in form, and comments.
181708.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ზარმაცი და ჩამორჩენილი.
Backward and lazy.
181709.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
არ ცდილობს ელემენტარულსაც კი.
Does not try in the least.
181710.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ევალება არდადეგებზე მეცადინეობა.
Could do with some coaching in the holidays.
181711.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
არ გააჩნია სპორტული უნარები და გუნდური მუშაობის გამოცდილება.
Has no sense of sportsmanship or team work at all.
181712.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
აზრად არ მოსვლია, რომ მის სიზარმაცესა და ცუდ ნიშნებზე მშობლებს სპეციალურ ფურცელს გაუგზავნიდნენ.
It really had never occurred to her that her bad and lazy work would be reported in this fashion to her parents.
181713.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ამიტომ დაეშვა სკამზე და დარელს მიაჩერდა.
She sank down in a chair and stared at Darrell.
181714.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
კი, მაგრამ, გონდოლინა, შეფასების ფურცელი აქამდე არავის შეუდგენია შენთვის?
But Gwendoline, did you never have a report on your work before?
181715.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ხომ გითხარი, სკოლაში არასოდეს მივლია-მეთქი.
I told you I had never been to school before.
181716.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
მხოლოდ ჩემი გუვერნანტი, ქალბატონი უინტერი მასწავლიდა და ის შეფასების ფურცელს ხომ არ შემიდგენდა?!
Only my governess, Miss Winter, taught me—and she never made out reports, of course.
181717.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
მხოლოდ დედას უყვებოდა, როგორ კარგად ვსწავლობდი და დედასაც მისი სჯეროდა.
She just told Mother how well I was getting on, and Mother believed her.
181718.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
სულაც არ ვიცოდი, ასეთი ჩამორჩენილი თუ ვიყავი, სანამ აქ მოვიდოდი.
I didn't know I was so backward till I came here.
181719.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ჰოდა, ალბათ შენი მშობლები გაოცდებიან, შენს შეფასებას რომ ნახავენ.
Well, I should think your parents will get a terrific shock when they see your report.
181720.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ალბათ შეგრცხვება, ამდენი ტყუილი რომ ელაპარაკე დედაშენსა და ქალბატონ უინტერს.
You'll be ashamed you told so many fibs to your mother and Miss Winter.