მოიძებნა 669201 ჩანაწერი
181761.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ეს ხომ მარი-ლუს კალამია.
It's Mary-Lou's pen.
181762.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ვინ გატეხა?
Who could have smashed it?
181763.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ეს შემთხვევითობა აღარ არის.
It's not an accident.
181764.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ოთახში მარი-ლუ შემოვიდა.
Mary-Lou came in.
181765.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
დედას დაბადების დღის საჩუქარი იყო.
I had it for my birthday from Mother.
181766.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
მთლად დაუმსხვრევიათ!
It's all smashed!
181767.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
გოგონები შეჯგუფდნენ.
All the girls gathered round.
181768.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
დიდად არ გაჰკვირვებიათ, როცა ისევ წამოიტირა მარი-ლუმ.
They were not surprised when Mary-Lou's wails broke out again.
181769.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
დედა რას მეტყვის?
What will Mother say?
181770.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ხომ გამაფრთხილა, თუ სკოლაში წაიღებ, კარგად მოუარეო!
She told me to take great care of it if I took it to school.
181771.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ალისია სტვენით შემოვიდა.
Alicia came whistling in.
181772.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ისიც გაოცებული დარჩა, დამტვრეულ კალამს რომ შეხედა მელნის გუბეში.
She too was amazed to see the smashed pen, surrounded by its pool of ink.
181773.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
რა საძაგლობა ჩაუდენია ვიღაცას!
What a hateful thing to do to anyone!
181774.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ქალბატონ პოტსის უნდა მოვახსენოთ!
It ought to be reported to Mrs. Potty!
181775.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
„სად არის გონდოლინა“? – იკითხა ქეთრინმა.
"Where is Gwendoline"? asked Katherine.
181776.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
არავინ იცოდა.
Nobody knew.
181777.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
სინამდვილეში კარს უკან იყო და ემზადებოდა, შევალ და აღშფოთებას გამოვხატავ გატეხილი კალმის გამოო.
Actually she was just outside the door, about to come in and pretend to be surprised and at the broken pen too.
181778.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
მაგრამ გოგონების გაბრაზებულ ხმებს რომ მოჰკრა ყური, იქვე გაჩერდა და მიაყურა.
But, hearing the angry voices of the girls, she stopped and listened.
181779.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ერთი გზა არსებობს, რითაც გავიგებთ, ეს ვინ ჩაიდინა.
There's one certain way we can find out who did this.
181780.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
– რა და, ვინც ამ კალამს ფეხი დაადგა და დაამსხვრია, ფეხსაცმლის ძირზე აუცილებლად ეცხება იისფერი მელანი.
Whoever stamped on this pen and smashed it must have got violet ink on the underneath of their shoes.