მოიძებნა 669201 ჩანაწერი
181721.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ასე ვერ მოიქცევი, ფოსტით იგზავნება.
You can't, it goes by post.
181722.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
მარი-ლუმ მიამბო, რამდენი იდიოტობა უთხარი დედაშენსა და ქალბატონ უინტერს.
Mary-Lou told me some of the idiotic things you told your mother and Miss Winter.
181723.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
როგორ გაუბედა დარელმა ამგვარი საუბარი?
How dare Darrell speak to her like that?
181724.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
საძაგელი, ცბიერი არარაობა!
Nasty, sly meanie!
181725.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
მერე შეფასების ფურცელი გაახსენდა.
Then she remembered her report.
181726.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
შიშმა აიტანა, როცა წარმოიდგინა, როგორ კითხულობდა მამა მას.
She felt afraid when she thought of her father reading it.
181727.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
სკოლაში სწორედ იმიტომ გამოგზავნა, ზარმაცი და უმაქნისი რომ იყო, თანაც საკუთარ თავზე შეყვარებული.
That was why he had sent her away to school—because she was lazy and vain and too pleased with herself.
181728.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
კიდევ ბევრი საშინელი რაღაც უთხრა.
He had said some horrid things.
181729.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
გონდოლინა ცდილობდა, მისი სიტყვები დაევიწყებინა, მაგრამ რთულ მომენტებში თავისით ამოუტივტივდებოდა ხოლმე მეხსიერებაში.
Gwendoline tried to forget his words, but they came back into her mind at odd times.
181730.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
მხოლოდ ორი თუ სამი კვირა მაქვს დარჩენილი.
Only two or three weeks more.
181731.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ნეტავ თუ შევძლებ, ცოტათი მაინც გავიუმჯობესო შედეგები?
Can I possibly make my report any better?
181732.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
უნდა ვეცადო!
I shall have to try!
181733.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
რატომ აქამდე არ ვიცოდი, რომ შეფასების ფურცელი არსებობდა?
Why didn't I know there were school reports before?
181734.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ცოტა მეტს მოვინდომებდი!
I could have worked a bit harder!
181735.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
ქალბატონი პოტსისა და მამზელის გასაოცრად, გონდოლინამ მეცადინეობა დაიწყო!
To the astonishment of Miss Potts and Mam'zelle, Gwendoline began to work!
181736.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
წიგნებს აკვდებოდა.
She pored over her books.
181737.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
კლასში ყველაზე ყურადღებიანი იყო.
She was the most attentive one in the class.
181738.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
„რა დაემართა გონდოლინას“? – ჰკითხა ქალბატონმა პოტსმა მადმუაზელს.
"What has happened to Gwendoline"? asked Miss Potts of Mam'zelle.
181739.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
თანდათან ვიჯერებ, რომ ცოტაოდენი ტვინი ჰქონია!
I begin to believe she has a few brains at last!
181740.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 19
აი, შეხედეთ ამ ფრანგულის სავარჯიშოს!
See this French exercise.