მოიძებნა 669201 ჩანაწერი
181801.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
სელიმაც შეამჩნია ეს და ხელკავი გამოსდო.
Sally saw this and put her hand on her arm.
181802.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
თუმცა მაინც დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მომღიმარ გონდოლინას არ სცემოდა.
But she almost choked in the effort not to rage back at the smiling Gwendoline.
181803.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ამიტომ გადავწყვიტეთ, ყველას ფეხსაცმელი შევამოწმოთ და დარწმუნებული ვარ, დამნაშავესაც ვიპოვით.
So we decided to examine everyone's shoes, and we are sure we shall find the culprit.
181804.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
გონდოლინას საერთოდ არ შეცვლია გამომეტყველება.
Gwendoline did not change her expression at all.
181805.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ნეტა მე მომსვლოდა თავში ასეთი რამ.
I wish I'd thought of it myself.
181806.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
სწორედაც რომ ამით გავიგებთ, ვინ არის ის საზიზღარი, ვინც საბრალო მარი-ლუს კალამი დაუმტვრია.
It certainly will tell us who the hateful person is that smashed up poor Mary-Lou's pen.
181807.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ყველა გააოცა ამ სიტყვების გაგონებამ.
Everyone was astonished to hear these words.
181808.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
გოგონებს ეჭვი გაუჩნდათ.
A doubt crept into the minds of the girls.
181809.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
შეგიძლიათ, პირველად ჩემი ფეხსაცმელები ნახოთ.
You can look at my shoes first of all.
181810.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
რასაკვირველია, მათზე მელნის ერთი წერტილიც კი არსად აჩნდა.
There was no smear of ink on them, of course.
181811.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ყველა დაემორჩილა, მაგრამ არც ერთ მათგანს მელანი არ ეცხო.
Everyone did, but no one had inky marks.
181812.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
პირველ რიგში გონდოლინას ფეხსაცმელები გადაამოწმეს.
Gwendoline's shoes were examined first.
181813.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
მხოლოდ დარელის ფეხსაცმელზე იპოვეს მელნის ახალი ლაქა!
It was one of Darrell's shoes that was smeared with the bright coloured ink!
181814.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ქეთრინმა ის ხელში აიღო და გაოცებითა და შიშით დააცქერდა.
Katherine pulled it out, and then stared at it in the greatest amazement and horror.
181815.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
შემდეგ კი მდუმარედ გაუწოდა დარელს.
She held it out in silence to Darrell.
181816.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
დარელი უსიტყვოდ დააცქერდა მელნიან ფეხსაცმელს.
Darrell stared at the inky shoe speechlessly.
181817.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
დადუმებულ გოგონებს გადახედა.
She looked round at the silent girls beside her.
181818.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
ზოგიერთმა მათგანმა თვალი მოარიდა.
Some of them turned away their eyes.
181819.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
აბა, ვინ იფიქრებდა, თუ ამას ჩვენი გულწრფელი დარელი ჩაიდენდა!
Well, who would have guessed it was our straight-forward Darrell?
181820.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 20
დარელმა მკლავში ხელი წაავლო.
Darrell caught hold of her arm.