მოიძებნა 669201 ჩანაწერი
181921.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
საწოლზე დაემხო და თავი ბალიშში ჩარგო.
She lay down in bed with her face hidden in the pillow.
181922.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
ქეთრინმა ბოთლი და ფეხსაცმელი შეამოწმა.
Katherine examined the shoes and the bottle.
181923.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
მერე დარელის საწოლთან მივიდა და ხელი ხელზე დაადო.
Then she walked up to Darrell's bed and held out her hand.
181924.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
გთხოვ, მაპატიო!
I do beg your pardon!
181925.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
თავს მართლაც საშინლად ვგრძნობდი, მაგრამ მარი-ლუ და სელი მედგნენ გვერდით.
I have felt pretty awful—but I did have Mary- Lou and Sally sticking up for me.
181926.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
გონდოლინას კი არავინ ეყოლება!
Gwendoline won't have anyone!
181927.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
გოგონები ერთიმეორის მიყოლებით უბოდიშებდნენ დარელს.
One by one the girls begged Darrell's pardon.
181928.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
რცხვენოდა, ისეთი მწარე სიტყვები რომ უთხრა მაშინ.
She felt really ashamed of the hard words she had said.
181929.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
მინდა, ისევ ვიმეგობროთ.
I'd like to be friends again.
181930.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
შეგიძლია, ისევ გაატარო დრო ჩემთან და ბეტისთან ერთად, როგორც ადრე.
You come along with Betty and me as you did before.
181931.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
მათ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი არ ვყოფილვარ, გასაჭირში გვერდით დამიდგნენ.
I wasn't always nice to them, but they did stick by me when I was in trouble.
181932.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
ახლა ისინი არიან ჩემი ნამდვილი მეგობრები!
They're my real friends now!
181933.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
თქვა მარი-ლუმ და სახე გაუბრწყინდა.
Said Mary-Lou, her face glowing.
181934.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
სელის კი არაფერი უთქვამს, თუმცა დარელმა მკლავზე მეგობრული ჩქმეტა იგრძნო.
Sally said nothing, but Darrell felt a friendly pinch just above her elbow.
181935.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
მიუბრუნდა და გაუღიმა.
She turned and smiled.
181936.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა.
She felt very happy.
181937.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი დალაგდა სემესტრის დასასრულს.
Now everything would be all right again at the end of the term.
181938.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
გოგონა მწარედ ტიროდა.
She was crying bitterly.
181939.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
დარელი გულში იმხელა სიხარულს გრძნობდა, მტერსაც კი ვერ იტანდა უბედურს.
In the gladness of her heart Darrell could not bear to see even her enemy in misery.
181940.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 21
ამიტომ გონდოლინასთან მივიდა და შეანჯღრია.
So she went over to Gwendoline and shook her.