მოიძებნა 669201 ჩანაწერი
182081.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
აირენი უკან იჯდა და ისე ღონივრად უქნევდა მათ ხელებს, კინაღამ მამამისს სათვალე ჩამოუგდო.
Irene was at the back and waved violently, almost knocking off her father’s glasses.
182082.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
მანქანა შეტორტმანდა.
The car swerved.
182083.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
ორი მანქანა ერთმანეთს გაუსწორდა.
The two cars kept more or less together.
182084.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
გოგონებმა კარგად დაინახეს აირენის ბედნიერი სახე.
The girls looked back at Irene’s merry face.
182085.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
ის ძალიან მოსწონდათ.
They liked her very much.
182086.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
ამ ნიჭიერ გოგონას განსაკუთრებით მუსიკა იტაცებდა.
She was a clever girl, especially at music.
182087.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
მაგრამ, ცოტა დაბნეული იყო – სულ რაღაც ავიწყდებოდა და ნივთებსაც ხშირად კარგავდა.
But a real scatter-brain, always forgetting things and losing them.
182088.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
თუმცა ისეთი იუმორის გრძნობა ჰქონდა, მასზე გაბრაზება არავის შეეძლო.
But she was so good-humoured that nobody could be cross with her.
182089.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
აი, კიდევ ერთი მანქანა!
There’s another car!
182090.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
ჯორჯინა ტომასი უნდა იყოს.
Looks like Georgina Thomas.
182091.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
ნეტა სკოლის მეთაურად რომელს აირჩევენ წელს?
I wonder who will be head of the whole school this year.
182092.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
პამელამ უკვე დაამთავრა.
Pamela’s gone now.
182093.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
მეტისმეტად ამპარტავანია.
She’s too bossy.
182094.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
უკვე ისე მიუახლოვდნენ სკოლას, რომ ერთ-ერთი მოსახვევიდან გამოჩნდა კიდეც.
Now they were very near the school and it suddenly came into sight round a corner.
182095.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
უკვე ფოთლებშეწითლებული სურო თითქმის სახურავამდე ფარავდა მას.
A creeper, now turning red, climbed almost up to the roof.
182096.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
ჩვენი ციხესიმაგრე!
Our castle!
182097.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
მელორი ტაუერსი – მსოფლიოში საუკეთესო სკოლა!
Malory Towers, best school in the world!
182098.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
მალე მანქანა დიდ კიბესთან გაჩერდა, რომელიც, სკოლის ცენტრალურ შესასვლელთან მიგიყვანდათ.
Soon the car swung up to the big flight of steps leading to the great front door.
182099.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
ისე გარუჯულხარ, მგონი, წყალში ცხოვრობდი.
You look as if you’d lived in the water, you’re so brown.
182100.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 1
გამარჯობა, ჯენი! ჩემი წერილი მიიღე?
Hallo, Jenny! Did you get my letter?