მოიძებნა 669201 ჩანაწერი
182381.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
ორი ჯერ კიდევ ფხიზლობდა.
Two were still awake.
182382.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
გონდოლინა როცა ბრაზობდა, ვერ იძინებდა ხოლმე.
When Gwendoline was cross, that always made her wakeful.
182383.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
მართალია, სტიპენდია მოიპოვა, მაგრამ მხოლოდ ბეჯითობით და არა ნიჭით.
Yes, she had won that scholarship, but it wasn’t brains that had done it, only hard work.
182384.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
ხომ არ გაუძნელდებოდა, დანარჩენებს დასწეოდა?
Was it going to be terribly hard work here to keep up with the others?
182385.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
გოგონა ძალიან განიცდიდა, ამიტომ გონდოლინას შემდეგაც დიდხანს ვერ დაიძინა.
Ellen was worried, and did not fall asleep till long after Gwendoline.
182386.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
ახალმოსულ გოგონებს რამდენიმე დღე დასჭირდათ იქაურობის შესაგუებლად.
It took the new girls a few days to get into the way of things.
182387.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
ელენმა და დეფნემ ეს უფრო ადვილად მოახერხეს, ვიდრე ბელინდამ.
Ellen and Daphne learnt their way about more quickly than Belinda.
182388.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
მას გამუდმებით ეშლებოდა საკლასო ოთახი.
She kept turning up in the wrong classroom continually.
182389.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
პირველკლასელებთან შედიოდა, რითაც ქალბატონ პოტსს აღიზიანებდა.
She would go into the first-form classroom and Miss Potts got quite annoyed with her.
182390.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
მართლა ხომ არ გინდა, პირველ კლასთან ერთად იმეცადინო?
Do you particularly want to work with the first form?
182391.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
მაგრამ ამ დროს ბელინდა ნაჩქარევად ჩაიბუტბუტებდა ხოლმე, ბოდიშიო, და გამოვარდებოდა გარეთ.
But by that time Belinda had fled, muttering hurried apologies.
182392.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
ამის გამო თავის კლასში ერთი-ორი წუთით მუდამ იგვიანებდა.
She would appear in her own form-room a minute or two late.
182393.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
„მაპატიეთ, ქალბატონო პარკერ, მაგრამ გზა ამერია“! – იტყოდა და თავის ადგილს მიაშურებდა.
"I’m so sorry, I got lost, Miss Parker", she would say, and subside into her seat.
182394.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
ცოტათი მე მგავს, ქალბატონო პარკერ.
I’ll look after her a bit, Miss Parker.
182395.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
ალბათ აუზზე იყავი და ცურვის გაკვეთილს ელოდებოდი, მათემატიკის ნაცვლად!
You’d probably be down in the swimming-pool waiting for a swimming lesson instead of the maths.
182396.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
„დიახ, ქალბატონო პარკერ“, – ჩაილაპარაკებდა ბელინდა მორჩილად და მასწავლებლის კარიკატურის ხატვას იწყებდა.
"Yes, Miss Parker", said Belinda, meekly, and began to make a little sketch of the teacher.
182397.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
ფანჯრის რაფაზე შემოდგმულ ყვავილები.
The flowers on the windowsill.
182398.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
ფანჯრიდან დანახულ ხედებს.
The view from the window.
182399.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
ყველაფერს, რასაც მისი მახვილი თვალი მისწვდებოდა.
Anything that caught her observant eye.
182400.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 4
ფრანგული გრამატიკის წიგნში ბელინდას თანაკლასელ თითქმის ყველა გოგონას სანიშნედ ედო მისი კარიკატურა.
Nearly every girl in Belinda's class now had a sketch of Mam’zelle marking her place in her French grammar.