მოიძებნა 669201 ჩანაწერი
182441.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
გოგონები უკვე კარგად მოეწყვნენ.
All the girls had now settled in well.
182442.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
ამინდი ჯერ კიდევ მშვენიერი იყო – თბილი.
The weather kept fine and warm.
182443.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
ზამთრის სპორტის სახეობა ლაკროსი უფრო პოპულარული გახდა.
The winter game of lacrosse was more popular.
182444.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
ამგვარად, თავისუფალ დროს გასართობი ბევრი ჰქონდათ.
So there was plenty to do in spare time.
182445.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
გონდოლინა და დეფნე ახლო მეგობრები გახდნენ.
Gwendoline and Daphne had become firm friends.
182446.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
გონდოლინას მელორი ტაუერსში მანამდე მეგობარი არ ჰყოლია.
Gwendoline had not had a friend at Malory Towers before.
182447.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
გოგონას სილამაზით მოხიბლულს მისი მდიდარი ოჯახის ამბების მოსმენაც კი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
She admired the girl’s prettiness and loved to hear the stories of her wealthy home.
182448.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
ამ ორ გოგონას ბევრი რამ ჰქონდა საერთო.
The two girls had much in common.
182449.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
მაგალითად, არც ერთ მათგანს არ უყვარდა წყალი და ვერაფრის გულისთვის დაიყოლიებდით აუზში ჩასვლაზე.
Neither of them liked the water and nothing would persuade them to take a dip in the Pool.
182450.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
თქვენ კი გინდათ, რომ უკნიდან მომეპაროთ და გადამაგდოთ!
All you want is to creep behind me and push me in!
182451.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
გვინდა, ბელინდამ გნახოს, როგორ კანკალებ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი და წყალში მხოლოდ ფეხის ცერა თითს როგორ ყოფ!
We want Belinda to see you shivering in your bathing suit, putting one toe into the water!
182452.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
დეფნესთან ერთად გაეცალა იქაურობას.
She walked off with Daphne.
182453.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
რადგან თვითონ უყვართ ასეთი გიჟური რამეები: ცურვა, ჩოგბურთის თამაში და, საერთოდ, სპორტი, ასე ჰგონიათ, ყველას უნდა უყვარდეს!
Just because they like violent things like swimming and tennis and sport generally, they think everyone ought to like!
182454.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
ბოლოს და ბოლოს, მე და შენ სკოლაში არასოდეს გვივლია.
After all, you and I have never been to school before.
182455.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
ნეტავ საფრანგეთში დავბადებულიყავი.
I wish I had been born in France.
182456.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
იქ არავინ დამაძალებდა აუზში ცურვას, ან იმ სულელური ბურთის ბადის იქით გადაგდებას.
Then I shouldn’t have had to swim, or to hit a silly ball over a net.
182457.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
შინ სამი კორტი გვაქვს.
We have three courts at home.
182458.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
გონდოლინას იახტა არც კი ენახა.
Gwendoline hadn’t seen the yacht before.
182459.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
შურით სავსე თვალები მიაპყრო მეგობარს.
She gazed enviously at her friend.
182460.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
იქნებ დეფნემ თავისთან მიმიპატიჟოს ზაფხულის არდადეგებზე, მაშინ მეც ვნახავ, როგორია ის საოცარი იახტა.
Perhaps Daphne will invite me to stay one summer holiday and then I too can see this wonderful yacht.