მოიძებნა 669201 ჩანაწერი
182501.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
თუ წინააღმდეგი არ იქნები, მე დაგეხმარები.
If you do not mind, I will help you.
182502.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
დიდი მადლობა!
Thanks awfully!
182503.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
შენ ხომ ფრანგულში საუკეთესო ხარ!
You’re frightfully good at French!
182504.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
აბა, გადახედე, რა შეცდომები მაქვს?
Look, what have I done wrong here?
182505.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
ბედნიერი მარი-ლუ დეფნეს სასწრაფოდ გვერდით მიუჯდა და სავარჯიშოს ახსნა დაუწყო.
Mary-Lou slipped happily into a seat beside Daphne and began to explain a few exercises to her.
182506.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
მალე, ისე, რომ არც კი გაუცნობიერებია, მთელი დავალება თავიდან გააკეთებინა.
Without realizing it she had soon done the whole of the work.
182507.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
დეფნემ გაუღიმა და გულითადი მადლობა გადაუხადა.
Daphne smiled to her, and thanked warmly.
182508.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
მან დეფნეს ოქროსფერ კულულებს შეავლო თვალი.
She gazed at Daphne’s curling golden hair.
182509.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
რა ლამაზი თმა გაქვს.
You’ve got beautiful hair.
182510.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
დეფნეს მოსწონდა, როცა ეთაყვანებოდნენ და საქებარ სიტყვებს ეუბნებოდნენ.
Daphne loved people to admire her and say nice things.
182511.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
პატარა მარი-ლუ ძალიან მოეწონა.
She liked little Mary-Lou very much
182512.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
არ მინდა, მადმუაზელებმა ჩამიტარონ დამატებითი გაკვეთილები.
I don’t want any extra coaching from either of the Mam’zelles.
182513.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
მარი-ლუსათვის აქამდე დახმარება არავის უთხოვია.
Nobody had ever asked Mary-Lou for help before.
182514.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
შენს დასახმარებლად მუდამ მზად ვიქნები.
I’m the one that’s usually always rushing round for help.
182515.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
იმ დღის შემდეგ, მეორეკლასელები ხშირად ხედავდნენ საღამოობით საერთო ოთახში დეფნეს გვერდით ჩამომჯდარ მარი-ლუს, რომელიც მოკრძალებით უხსნიდა ფრანგულის სავარჯიშოში დაშვებულ შეცდომებს და ეს ძალიან უკვირდათ.
To the astonishment of the second-formers, they saw the sight of little Mary-Lou sitting by Daphne in the evenings at the end of the common room, carefully explaining the mistakes made in the French exercise of the day before.
182516.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
მას არ მოსწონდა, მიამიტი მარი-ლუ ამდენ დროს რომ ხარჯავდა სხვისთვის.
She didn’t like to see the faithful Mary-Lou sitting so long with somebody else.
182517.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
თავი დაანებე.
Let her be.
182518.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
რა მოხდა მერე, დაეხმაროს, თუ ასე უნდა!
If she wants to help her, why not!
182519.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
დეფნე ფრანგულში მართლაც სუსტია და მადმუაზელებთან დამატებით გაკვეთილებზე მისვლას რომ ერიდება, ამაში ვერ გავამტყუნებ.
Daphne is awful at French, but I don’t blame her for not taking extra coaching from the Mam’zelles.
182520.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
შენც კარგად იცი, რა ბრაზიანია მადმუაზელ რუჟიე საღამოობით.
You know how irritable Mam’zelle Rougier gets in the evening.