მოიძებნა 669201 ჩანაწერი
182481.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
დიდსულოვნად შესთავაზებდა ხოლმე მამზელი.
Mam’zelle would make this generous offer.
182482.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
თავს სინანულით გააქნევდა, მოუბოდიშებდა და ეტყოდა, სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს სხვა მასწავლებელთან ვარ დაბარებულიო.
She would shake her head regretfully and say how sorry she was, but already she had work with another mistress.
182483.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
შემდეგ ისევ ღიმილს გადაიფენდა სახეზე და ლურჯ თვალებს მუდარით მიაპყრობდა მადმუაზელს.
Then on would come that smile again, and the blue eyes would look beseechingly at Mam’zelle.
182484.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
აღარ დამავალოთ, რა, ამ დავალების ხელახლა დაწერა, მამზელ, გეხვეწებით.
Do not make me write all this exercise again, please, Mam’zelle.
182485.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
ისედაც ძალიან ბევრს ვმუშაობ, დანარჩენებს რომ დავეწიო.
I have so much to do, to catch up with the others.
182486.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
თუმცა, მისდა სამწუხაროდ, ეს ქალბატონ პარკერსა და ქალბატონ პოტსზე საერთოდ არ ჭრიდა.
Unfortunately it did not work with Miss Parker and Miss Potts.
182487.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
მადმუაზელ რუჟიეზეს წესად ჰქონდა, მადმუაზელის საყვარელი მოსწავლეები სძულებოდა.
Mam’zelle Rougier, as a rule, made it a habit to dislike those student that Mam’zelle liked.
182488.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
ეს ქალი დეფნეს ისე მკაცრად ექცეოდა, რომ გაღიმების საშუალებას არც კი აძლევდა.
She was hard on Daphne, and soon it became impossible for the girl even to try to smile at her.
182489.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ეს ერთი ვინმე მარი-ლუ გახლდათ!
That somebody was, surprisingly enough, Mary-Lou!
182490.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
მარი-ლუმ არნახულ წარმატებას მიაღწია ფრანგულ ენაში იმ ფრანგი მოსამსახურის წყალობით, რომელიც დედამისმა შარშან არდადეგებზე დაიქირავა.
Mary-Lou had become exceedingly good at French, for her mother had had a French girl to look after her in the holidays for the past year.
182491.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
მარი-ლუს ფრანგულად თითქმის ისევე შეეძლო ლაპარაკი, როგორც ინგლისურ ენაზე.
Mary-Lou could chatter almost as well in French now, as she could in English.
182492.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
მარი-ლუს აზრით დეფნე საყვარელი გოგონა იყო.
Mary-Lou thought Daphne was a lovely girl.
182493.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
თვალს ვერ სწყვეტდა ხოლმე.
She couldn’t help gazing at her.
182494.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
არა, დარელსა და სელის კი არ ერჩია, მაგრამ მისი სილამაზითა და კარგი მანერებით აშკარად მოხიბლული იყო.
She would never like her as much as she liked Darrell and Sally, of course, but she couldn’t help warming to her prettiness and nice manners.
182495.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
მარი-ლუ გოგონას მიუახლოვდა.
Mary-Lou went to her.
182496.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
გონდოლინას არ შეუძლია, დაგეხმაროს?
Can’t Gwendoline help you?
182497.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
ახლა მაინც არაფერს აკეთებს.
She’s not doing anything in particular.
182498.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
თუ გინდა, ვთხოვ და დაგეხმარება.
Shall I ask her to come and help you?
182499.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
რომ შეეძლოს, აქამდე დამეხმარებოდა.
She’d help if she could.
182500.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
მაგრამ, ფრანგულში ჩემზე მეტი იმასაც არაფერი გაეგება.
But she’s not much better than I am at French.