მოიძებნა 669201 ჩანაწერი
182541.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
თუმცა, დეფნეს პატარა მარი-ლუ მოსწონდა.
But Daphne couldn’t help liking little Mary-Lou.
182542.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 5
სულელი გონდოლინას შემდეგ, როცა, თუნდაც კვირაში ორჯერ, გულკეთილ მარი-ლუსთან ატარებდა დროს, შვებას გრძნობდა.
It was relief from the silly Gwen to have good-hearted Mary-Lou trotting by her side once or twice a week.
182543.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
უხილავი ცარცი.
The Invisible Chalk.
182544.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
გავიდა რამდენიმე კვირა.
A few weeks passed.
182545.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
ალისია მოუსვენრობამ შეიპყრო.
Alicia got restless.
182546.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
დროა, ცოტა გამოვცოცხლდეთ!
It’s time we livened things up a bit!
182547.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
ვიცი, რომ უკვე მეორეკლასელები ვართ.
I know we’re second-formers now.
182548.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
მაგრამ ეს სულაც არაა საიმისო მიზეზი, რომ არ გავერთოთ.
But there’s no reason why we shouldn’t have a bit of fun.
182549.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
სელი მოსაწყენი გოგოა, ხუმრობა და ოინები მისთვის უცხოა!
Sally’s such a bore— never a joke, never a trick!
182550.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
აბა, რა ვქნათ?
What shall we do?
182551.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
ბეტის შავი თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
Betty's wicked dark eyes were gleaming.
182552.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
მე უხილავი ცარცი მაქვს.
I’ve got some invisible chalk.
182553.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
რას იტყვი ამაზე?
What about it?
182554.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
მაჩვენე, როგორია!
What is it? Show me!
182555.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
ჩემს კარადაში მაქვს შენახული.
I’ve got it in my locker.
182556.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
წამომყევი და გაჩვენებ.
Come along and I’ll show you.
182557.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
გოგონებმა საერთო ოთახისკენ გასწიეს.
The girls went to their common-room.
182558.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
ბეტიმ თავისი კარადა გამოაღო და პატარა კოლოფს ხელი დასტაცა.
Betty opened her locker and took out a tin box.
182559.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
შიგ ქაღალდში საგულდაგულოდ გახვეული კარგა მოზრდილი ვარდისფერი ცარცი იდო.
Inside, wrapped carefully in paper, was a thick slab of pink chalk.
182560.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
ეს რანაირი უხილავია?!
It doesn’t look invisible!