მოიძებნა 669201 ჩანაწერი
182561.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
რის გაკეთება შეიძლება ამით?
What does it do?
182562.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
სკამზე რამდენიც გინდა წაუსვი, არაფერი გამოჩნდება.
If you rub it on to a chair, it can’t possibly be seen.
182563.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
როცა აქ ვინმე დაჯდება, ცარცი გათბება და კაბაზე კაშკაშა ვარდისფერ ლაქას დაუტოვებს.
Whoever sits down on it makes it warm and it leaves a bright pink spot on a dress.
182564.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
მოდი, მასწავლებლის სკამზე წავუსვათ, როცა მამზელ რუჟიე მოვა.
We could rub it on the mistress’s chair, when Mam’zelle Rougier is coming perhaps.
182565.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
კიდევ ბატონი იანგის სკამს წავუსვათ სიმღერის გაკვეთილზე!
Let’s rub it on to Mr. Young’s chair, when he comes to take singing!
182566.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
რომ ადგება, დაფისკენ შებრუნდება დასაწერად.
When he gets up he will turns round to write on the blackboard.
182567.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
ჯობია, ბატონ იანგს მოვუწყოთ ეგ ოინი, ვიდრე მამზელს ან ცხვირას.
It would be better to play it on Mr. Young than on Nosey or Mam’zelle.
182568.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
ეგ კაცი ვერაფერს იეჭვებს, თანაც, პირველკლასელებთან ერთად როცა გვექნება სიმღერის გაკვეთილი, მაშინ გავაკეთოთ ეს ოინი!
He won’t suspect a thing—and the first form will have a share in the joke too, because they take singing with us!
182569.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
მან და ბეტიმ უხილავი ცარცი ფრთხილად გამოსცადეს.
She and Betty tried out the invisible chalk very carefully.
182570.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
ბეტიმ ხისზედაპირიანი სკამი აიღო და ცარცი წაუსვა.
Betty took a wooden-bottomed chair and rubbed the chalk all over it.
182571.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
რამე ეტყობა?
Can you see anything of it?
182572.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
ალისია ყურადღებით დააკვირდა სკამს, ხან აქედან უტრიალა, ხან იქიდან.
Alicia looked carefully at the chair, tipping it this way and that.
182573.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
საერთოდ არაფერი ეტყობა!
Not a thing to be seen!
182574.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
თითქოს გაქრა.
It seems to disappear.
182575.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
მართლაც უხილავი ყოფილა.
It really is invisible.
182576.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
აბა, ახლა დაჯექი და ვნახოთ, რა მოხდება.
Now, you sit down on it and let me see what happens.
182577.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
ბეტი დაჯდა, მაგრამ ერთი-ორი წუთით გაჩერდა.
Betty sat down, and remained there for a minute or two.
182578.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
სწორედ ამ დროს გონდოლინამ შემოყო ოთახში თავი – დეფნეს ეძებდა.
At this moment, Gwendoline popped her head in to look for Daphne.
182579.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
ძალიან გაუკვირდა, როცა სკამზე დემონსტრაციულად წამოსკუპებული ბეტი და შორიახლოს მდგარი ალისია დაინახა.
She was astonished to see Betty sitting solemnly by herself on a chair, with Alicia a little way off.
182580.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 6
„რას აკეთებთ“? იკითხა გაოცებულმა.
"What are you doing"? she asked curiously.