მოიძებნა 669201 ჩანაწერი
182681.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
როგორ მოახერხეთ ამის გაკეთება?
How did you do it?
182682.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
სკამს კარგად დავაკვირდი და წერტილიც არსად ეცხო!
I looked at the stool and there wasn’t a thing to be seen!
182683.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
ახლავე უნდა გავიქცე და სკამი სველი ტილოთი გავწმინდო.
I must get a wet cloth and rub it over the stool.
182684.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
ახლა ალისიას შეუჩნდნენ გოგონები, ემუდარებოდნენ, გაემხილა ამ საოცარი ამბის საიდუმლო.
Now, the girls surged round Alicia, begging her to tell them the secret.
182685.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
ბატონი იანგი კი გრძელ დერეფანში მიაბიჯებდა და არც კი იცოდა, რა მშვენიერი რამ ამშვენებდა!
Meanwhile Mr. Young was walking down one of the long corridors, quite unaware of his beautiful decoration.
182686.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
ამ დროს, მადმუაზელ დიუპონი გამოვიდა ერთ-ერთი საკლასო ოთახიდან.
Mam’zelle Dupont happened to come out of a room just at that time.
182687.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
უკან გაედევნა.
She raced after him.
182688.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
ბატონი იანგი რატომღაც ორივე მადმუაზელს უფრთხოდა და ნაბიჯს აუჩქარა.
Mr. Young was scared of both Mam’zelles. He hastened his steps.
182689.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
ასე გარეთ არ გახვიდეთ!
You cannot go out like that!
182690.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
წამოდით, მოგაწესრიგებთ, – გულკეთილმა მადმუაზელმა.
"I will attend to you," said Mam’zelle, out of the kindness of her heart.
182691.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
კაცს მადლიერება სულაც არ გამოუხატავს, პირიქით – გაბრაზდა.
He was angry and not at all grateful.
182692.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
დღეს უკვე ორჯერ დამემართა ასე! – შესძახა გულმოსულმა და ქალს მუშტი მოუღერა, თითქოს ის ყოფილიყო დამნაშავე.
Twice it has happened today, he said angrily to Mam’zelle and actually shook his fist in her face as if she was the culprit.
182693.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
შეშინებულმა ქალმა უკან დაიხია.
She backed away, alarmed.
182694.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
ბატონმა იანგმა კი ქუდი მოიშვლიპა და ბუტბუტით გაეცალა იქაურობას.
Mr. Young snatched up his hat and went off, muttering to himself.
182695.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
რა უზრდელია ეს კაცი! – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მადმუაზელმა.
"He is not polite, that man," said Mam’zelle to herself.
182696.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
მე სიკეთე გავუკეთე, მან კი მუშტი მომიღერა!
I do him a kindness, and he puts his fist into my face.
182697.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
ხმას აღარასოდეს გავცემ!
I will never speak to him again.
182698.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
ერთი და იმავე ოინის ორჯერ მოწყობა ყოველთვის დიდი შეცდომაა და ეს კარგად იცოდა ალისიამ.
It is always a mistake to play the same trick twice running, and Alicia knew it.
182699.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო და გადაწყვიტა, მადმუაზელ დიუპონისთვისაც მოეწყო.
But she could not resist the temptation to try it on Mam’zelle Dupont.
182700.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 7
მან გოგონები გარშემო შემოიკრიბა და თავისი უხილავი ცარცი აჩვენა.
The girls crowded round to see the queer invisible chalk.