მოიძებნა 669201 ჩანაწერი
182761.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
სასაცილო გოგოა! – უთხრა მან დარელს.
Funny girl! she said to Darrell.
182762.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ვერ გამიგია, რა უნდა.
I don’t understand her.
182763.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
მელორი ტაუერსის სტიპენდია მოუპოვებია და, წესით, ძალიან ჭკვიანი უნდა იყოს.
She’s won a scholarship to Malory Towers which must mean she’s terribly clever.
182764.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
თუმცა მეცადინეობით თავს იკლავს და არც ერთ საგანში არ ბრწყინავს!
she works as hard—and yet she’s never top.
182765.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
მგონი, ამაზე უნდა ბრაზობდეს.
I suppose she’s cross about that.
182766.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
არ მომწონს ეგ გოგო!
I don’t like her.
182767.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
არც მე! – აჰყვა დარელი.
Neither do I, said Darrell.
182768.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
თავის შეწუხებად არ ღირს, სელი, შეეშვი!
She’s not worth bothering about, Sally, leave her alone.
182769.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ჯინას ვთხოვე, დალაპარაკებოდა.
I’ll ask Jean to have a word with her.
182770.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ის ხომ კლასში გვერდით უზის.
She sits next to her in class.
182771.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ჯინა პირდაპირი გოგო იყო.
Jean was a very forthright girl.
182772.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
როგორც იტყვიან, რქებით აწვებოდა ხოლმე.
She usually went at things in the way a tank might.
182773.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
კლასში მის გვერდით იჯდა, საძინებელშიც გვერდიგვერდ ეძინათ.
She sat next to her in class and she slept next to her in the dormy.
182774.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ხშირად ესმოდა, ელენი როგორ ოხრავდა და გმინავდა, როდესაც დაძინებას ცდილობდა.
She had had plenty of opportunity of hearing Ellen’s unconscious sighs and little groans when she was trying to go to sleep!
182775.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ის ხვდებოდა, რომ ელენს რაღაც მართლა აწუხებდა.
She knew that Ellen was worrying about something.
182776.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ჯინა კეთილი გოგონა იყო.
Jean was a kindly girl.
182777.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
დაფიქრდა, როგორ გამოენახა გზა ელენთან დასაახლოებლად.
She tried to think how to get at Ellen.
182778.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ელენს მეგობარი არ ჰყავდა.
Ellen had no friend.
182779.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ჯინამ გადაწყვიტა, მეგობრულად მოჰქცეოდა, თუმცა ეს თვალში საცემი არ უნდა გამხდარიყო.
Jean set herself out to be friendly in unobtrusive ways.
182780.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ჯინას ეს საქციელი სწორედ რომ დასაფასებელი იყო, რადგან შოტლანდიელ გოგონას აქამდე არასოდეს შეეწუხებინა თავი ადამიანებთან ურთიერთობაში სიტყვის გაზომვა-აწონით.
This was really a very praiseworthy idea on Jean’s part, for it was seldom that the blunt Scots girl bothered herself to go to a lot of trouble in her dealings with people.