მოიძებნა 669201 ჩანაწერი
182821.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
იმედი ჰქონდა პოტსი იქ არ დახვდებოდა.
She hoped that Potts wasn’t there.
182822.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
საბედნიეროდ, პოტსი იქ არ დახვდა.
Fortunately Potty wasn’t there.
182823.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
აჰ, ეს შენა ხარ, დეფნე! – შეჰყვირა მადმუაზელმა და ღიმილით შეუძღვა ოთახში.
Ah, it is you, Daphne! cried Mam’zelle, welcoming her with a smile.
182824.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
რამე გაქვს ჩემთვის სათქმელი?
You have something to say to me?
182825.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ალბათ რაღაც ვერ გაიგე, ხომ?
You do not understand something, is it not?
182826.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ოჰ, მამზელ, გრამატიკულმა დროებმა თავგზა ამირია!
Oh, Mam’zelle, I’m in such a muddle over these tenses.
182827.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ვხვდები, რომ წაშველება მჭირდება და თუ შეგიძლიათ, იქნებ ცოტა დრო დამითმოთ და დამატებით მამეცადინოთ!
I really do feel that I ought to have a little coaching in them, if you could possibly spare the time.
182828.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ისე მინდა, რომ ფრანგული უკეთ ვიცოდე.
I do so badly want to get my French better.
182829.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
მაგრამ, შენ ხომ უკვე კარგად სწავლობ, ჩემო ძვირფასო! – თქვა მადმუაზელმა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ დეფნეს დავალებებს პატარა მარი-ლუ ასრულებდა.
But it has been much better lately, my dear child! said Mam’zelle, not knowing that little Mary-Lou had been doing most of Daphne’s French for her.
182830.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
დეფნემ ისევ გაიღიმა და მადმუაზელს კიდევ უფრო მოულბო გული.
Daphne turned on her smile again and Mam’zelle’s heart melted still further.
182831.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ოჰ, რა მშვენიერია ეს დეფნე!
Ah, this pretty Daphne!
182832.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
მან გოგონას ხელი მოხვია.
She put her arm around her.
182833.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
რა თქმა უნდა, გამეცადინებ დამატებით.
Yes, yes, of course I will give you a little extra coaching.
182834.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ახლა არა, მამზელ, – უპასუხა დეფნემ.
No, not now, Mam’zelle, said Daphne.
182835.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ხვალ სასეირნოდ არ წავალ და მაშინ თუ მიმიღებთ.
But I could give up that walk tomorrow, if you would be good enough to take me then.
182836.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
მას ყველანაირი სეირნობა დიდ სისულელედ მიაჩნდა.
She thought that all walks were an extremely silly invention.
182837.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ქალბატონ პარკერსაც მე თვითონ ვეტყვი.
I will tell Miss Parker.
182838.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
რა კარგი გოგო ხარ, დეფნე.
You are a good girl, Daphne.
182839.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
შენით ნამდვილად კმაყოფილი ვარ!
I am pleased with you!
182840.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
გმადლობთ, მამზელ, – გაუხარდა დეფნეს, მადმუაზელს კიდევ ერთხელ მომხიბლავად გაუღიმა და გამარჯვებული იერით გამოვიდა ოთახიდან.
Thank you, Mam’zelle, said Daphne, delighted, and gave Mam’zelle a ravishing smile as she went triumphantly out of the room.