მოიძებნა 669201 ჩანაწერი
182781.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
სელიმ დაავალა, ელენს დაახლოებოდა, რადგან თავად ამ საქმეში მარცხი განიცადა.
Sally had asked her to try her hand at Ellen, as she herself had failed.
182782.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
თავდაპირველად ელენი ვერაფერს მიხვდა.
Ellen did not realize it at first.
182783.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ჯინამ მისთვის პატარ-პატარა დახმარებების სერია წამოიწყო.
Jean set herself out to be helpful in all kinds of little ways.
182784.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ის ეხმარებოდა ელენს მოაძებნინა სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც დიდხანს ეძებდა.
She helped Ellen to hunt for ages for her gym shoes which were lost.
182785.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
როდესაც ელენის მშობლების სურათის ჩარჩოზე მინა გაუტყდა, დაამშვიდა და შესთავაზა, მაღაზიებში რომ წაგვიყვანენ, გაშოვნინებო.
She sympathized when the photograph of Ellen’s parents got broken, and offered to get some glass cut for the frame, when next she went to the shops.
182786.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ერთხელაც თმის გაშრობაში დაეხმარა.
She helped her to dry her hair once.
182787.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
თანდათანობით ელენს შოტლანდიელი გოგოს მიმართ ნდობა გაუჩნდა.
But gradually Ellen grew to trust this shrewd Scots girl.
182788.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
როცა თავი საშინლად სტკიოდა, მას შესჩიოდა, დიასახლისსაც კი არ მიმართავდა.
She told her when she had a very bad headache, although she refused to go to Matron and tell her too.
182789.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
მაგრამ იყო პერიოდები, როცა ელენი ძალიან ძნელი ასატანი ხდებოდა.
There were some periods when Ellen was quite unbearable.
182790.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ამ გოგოს, მგონი, ნევროზი სჭირს, როგორც დედაჩემი იტყვის ხოლმე, – დაუსვა დიაგნოზი ალისიამ ერთ საღამოს.
I think she suffers from what my mother calls "Nerves", said Alicia, one evening.
182791.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ყველა წვრილმანზე ხტის, ავი ძაღლივით იღრინება, შეხედეთ, ახლა თავის სამგზავრო კალათაზე ბრაზობს, თითქოს რამე დაეშავებინოს მისთვის!
Jumps at any little thing, snaps like a bad dog—look at her now, scowling at her work-basket as if it had hurt her!
182792.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
თუ ვინმე ელენს გვერდით ჩაუვლიდა და შემთხვევით შეეხებოდა, ის გვერდზე გახტებოდა და აყვირდებოდა – „თვალები კარგად გაახილე“.
If anyone passed too close to Ellen and knocked her elbow, she would jump and snap "Look out"!
182793.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
თუ ვინმე კითხვას შეაწყვეტინებდა, წიგნს გულმოსული დაახეთქებდა მაგიდაზე.
If anyone interrupted her reading, she would slam her book down on the table.
182794.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ვერ ხედავ, რომ ვკითხულობ?!
Can’t you see I’m reading?
182795.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ნეტავ ამ სამხეცეში თუ არის სადმე მყუდრო ადგილი!
There isn’t a quiet place in the whole of this beastly house!
182796.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
რაც წიგნი ხელში აიღე, ერთი გვერდიც არ გადაგიფურცლავს!
You haven’t turned a page since you took up your book!
182797.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
შენ, რა, მითვალთვალებ?
You’ve been watching me, have you? Ellen would say, and her eyes would suddenly fill with tears.
182798.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
მერე ოთახიდან გავარდა და კარი გაიჯახუნა.
Then she would go out of the room and slam the door.
182799.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
კატასავით იკაწრება!
Scratches like a cat.
182800.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ნეტავ სხვა სკოლის სტიპენდია მოეპოვებინა!
I wish she’d won a scholarship to somewhere else!