მოიძებნა 669201 ჩანაწერი
182801.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
სულ ასე გვაჩვენებს თავს, ვითომ კითხულობს და ბევრს მეცადინეობს, სინამდვილეში კი ყოველ კვირაში უარეს ნიშნებს იღებს!
Always pretending to read and study and yet she slides down lower every week!
182802.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ალბათ ვერ ეგუება აქაურობას.
Maybe she hasn’t settled down here yet!
182803.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ჯინას ძალიან რთული დავალება ჰქონდა, მაგრამ შეუპოვრად ცდილობდა მის შესრულებას.
Jean certainly had an uphill task, but she was persevering with it!
182804.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ამასობაში ამინდი გაუარესდა.
The weather was bad just then.
182805.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ისინი ლაკროსის თამაშს ვეღარ ახერხებდნენ, ვეღარც სასეირნოდ დადიოდნენ, რადგან სოფლის გზები ატალახდა.
There was no lacrosse, and not even a walk, for the country round about was deep in mud.
182806.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
გოგონები, ოთხ კედელს შუა გამომწყვდეულები მოწყენილობისაგან ადგილს ვერ პოულობდნენ.
The girls grew restless, penned up indoors.
182807.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, მომდევნო დღეს, ცუდი ამინდის მიუხედავად, გოგონები მაინც წაეყვანათ სასეირნოდ.
The teachers decided that, bad weather or not, there had better be a School Walk the next day.
182808.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ლაკროსის მოედანი წყალს დაეფარა.
The lacrosse fields were under water.
182809.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ზღვაც ამღვრეული და მღელვარე იყო.
The sea was an angry grey-green.
182810.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
ყველაზე მეტად გონდოლინა და დეფნე შეწუხდნენ.
Gwendoline and Daphne grumbled the loudest of all.
182811.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
მაგრამ ქალბატონმა პარკერმა პოტსისგან იცოდა მისი ამბავი და არავითარი თანაგრძნობა არ გამოუხატავს.
But Miss Parker had been warned by Potty about this, and was not sympathetic.
182812.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
თუ კიდევ მოგინდება დაქსუტუნება, გარეთ გადი!
If you sniff any more, you can go outside the door.
182813.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
რატომ არ ჰგავდა არც ერთი მასწავლებელი მის მოხუც გუვერნანტს, ქალბატონ უინტერს?
Why were there no school teachers like her old governess at home, Miss Winter?
182814.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
მასთან ერთხელაც რომ დაექსუტუნებინა ასე, მაშინვე თერმომეტრის მოსატანად გავარდებოდა!
She always rushed for a thermometer at once, if she sniffed.
182815.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
გონდოლინას დაქსუტუნება მეტად აღარ გაუბედავს, მაგრამ დარელზე ამოიყარა ჯავრი, რატომ გაიცინეო.
Gwendoline did not dare to sniff again.
182816.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
დეფნემ თანაგრძნობით შეხედა.
Daphne looked at her sympathetically.
182817.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
მას სულაც არ ანაღვლებდა, გონდოლინა გაცივებული იყო თუ არა, უბრალოდ.
Not that she cared whether Gwendoline had a cold or not.
182818.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
თვითონ დეფნე სხვა გზით ცდილობდა სეირნობა აეცილებინა თავიდან.
Daphne herself tried other tactics to get out of the walk.
182819.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
საღამოს რვეულით ხელში მადმუაზელ დიუპონს მიაკითხა.
She went to Mam’zelle Dupont with her exercise book that evening.
182820.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 8
სახეზე სანდომიანი ღიმილი გადაიფინა და კარზე დაუკაკუნა.
She put on her sweetest smile and knocked at the door.