მოიძებნა 669201 ჩანაწერი
182861.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
გოგონებს უკვე ლაბადები და რეზინის ჩექმები ეცვათ.
The girls were just putting on their macs and Wellingtons.
182862.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
გოგონებო, ვწუხვარ.
Girls! I’m sorry!
182863.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
მაგრამ ქარიშხალი ამოვარდა და გასეირნება უნდა გადავდოთ.
But the wind has become a perfect gale! The walk is off.
182864.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
ყველანი სპორტდარბაზში წავალთ და მხიარულ თამაშს გავაჩაღებთ!
we’ll all go into the gym and have an afternoon of riotous games.
182865.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
გოგონები სიხარულით ცას ეწივნენ.
The girls cheered.
182866.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
მთელ დღეს მხიარულ თამაშში გაატარებდნენ – ირბენდნენ, ერთმანეთს შეეჯიბრებოდნენ, იცინებდნენ, იხმაურებდნენ და ბოლოს პირდაპირ დარბაზის იატაკზე პიკნიკს მოაწყობდნენ!
An afternoon of jolly games—racing round, competing with one another, laughing, yelling—and ending up with a picnic tea on the floor.
182867.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
დიასახლისმა მათ სპორტდარბაზში შოკოლადის ნამცხვარი და ორი ქილა ქარვისფერი თაფლი გაატანა.
Matron came up to scratch too—she provided four super chocolate cakes for a treat, as well as two pots of golden honey.
182868.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
გოგონები ნეტარებისგან თრთოდნენ.
The girls were thrilled.
182869.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
იკითხა მარი-ლუმ, რომელსაც გაახსენდა, რომ დეფნე მადმუაზელთან ფრანგულს მეცადინეობდა.
Asked Mary-Lou, remembering that Daphne was with Mam’zelle.
182870.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
ხომ არ წავიდე და მოვიყვანო?
Shall I go and fetch her?
182871.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
ქალბატონმა პარკერმა მარი-ლუს შეწუხებულ სახეს შეხედა, უკვე მერამდენედ გაოცებულმა იმით, თუ რაში სჭირდებოდა ამ გოგოს დეფნე, როცა დარელი და სელი გვერდით ჰყავდა!
Miss Parker looked down at Mary-Lou’s anxious face, and wondered for the twentieth time why Mary-Lou bothered about Daphne when she had Darrell and Sally for friends.
182872.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
არა, მარი-ლუ, დეფნეს ხელს ნუ შევუშლით!
No, Mary-Lou, no, you mustn’t disturb Daphne!
182873.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
დარწმუნებული ვარ, არც თამაშისა და პიკნიკის გულისთვის შეიცვლის გადაწყვეტილებას.
She would be willing to forgo the games and picnic too, I am sure.
182874.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
ასე რომ, ნუ შევაწუხებთ!
So, we mustn’t disturb her.
182875.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
ბავშვი როცა ასეთი მონდომებული და სწავლას მოწყურებულია, საცოდაობაა, მისთვის ხელის შეშლა!
When a girl shows herself to be as studious as that it would be a pity to spoil it all.
182876.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
მარი-ლუ ერთადერთი იყო გოგონებს შორის, ვინც ქალბატონი პარკერის სარკაზმი ვერ გაიგო.
Mary-Lou was the only one who did not see the sly humour of Miss Parker’s words.
182877.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
სხვები მაშინვე მიუხვდნენ და ხმამაღლა ახარხარდნენ.
The others did immediately, and a roar of laughter broke out.
182878.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
ქალბატონ პარკერსაც გაეღიმა.
Miss Parker smiled too.
182879.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
ახია დეფნეზე! – თქვა ალისიამ.
Sucks for Daphne! said Alicia.
182880.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
დეფნემ ამოილუღლუღა, ახლა წავალ, ძალიან შეგაწუხეთ, თან გოგონებიც სეირნობიდან უკვე დაბრუნდებოდნენო.
Daphne faintly protested, saying that she thought she had bothered her enough and the girls would be back from their walk now.