მოიძებნა 669201 ჩანაწერი
182881.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
როგორც კი მათ ხმას გავიგონებთ, მაშინვე გაგიშვებ და ჩაისაც მიუსწრებ, დარწმუნებული ვარ!
As soon as we hear them, you shall go down and join them and you will enjoy your tea, I am sure.
182882.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
სასეირნოდ სულაც არ წასულხართ!
You didn’t go out after all!
182883.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
აბა, ხელს ხომ არ შეგიშლიდით ფრანგულის მეცადინეობაში! – გაიკრიჭა ალისია.
We couldn’t disturb you at your French lesson, grinned Alicia.
182884.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
ქალბატონი პარკერიც დაგვეთანხმა, რომ საცოდაობა იქნებოდა შენთვის ხელის შეშლა, ისე გულით გინდოდა მეცადინეობა!
Miss Parker quite agreed it would be a pity to spoil it for you, as you were so anxious to have it.
182885.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
შენ მაინც ხომ შეგეძლო მოსულიყავი, რამე მოგეგონებინა და იქიდან გამოგეყვანე?!
You might have come for me, you could easily have slipped off and fetched me!
182886.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
ერთადერთი, ვინც დაძახებას აპირებდა, მარი-ლუ იყო, – თქვა სელიმ.
The only person who tried to get you was Mary-Lou, said Sally.
182887.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
მაგრამ ალბათ მან არ იცოდა, რომ ფრანგული შენთვის თამაშზე უფრო მნიშვნელოვანია.
But, she doesn’t think that extra French is preferable to walks or games.
182888.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
დეფნემ მარი-ლუს შეხედა და მის მიმართ სითბოთი აევსო გული.
Daphne looked at Mary-Lou and felt warm towards her.
182889.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
მისმა მეგობარმა გონდოლინამ კი არა, ამ გოგომ მოინდომა თურმე იმ საშინელი გაკვეთილიდან მისი დახსნა.
Not even Gwendoline, her friend, had tried to get her out of that awful lesson to join the games, but this girl.
182890.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
ამას არასდროს დაგივიწყებ!
I won’t forget that.
182891.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
ამ დღის შემდეგ ეგოისტი და ტრაბახა დეფნე საოცრად კეთილგანწყობილი გახდა მარი-ლუს მიმართ, არა მარტო იმიტომ, რომ ფრანგულში ეხმარებოდა, არამედ იმიტომ, რომ მართლა გულით უყვარდა და აფასებდა.
From that time the selfish, boastful, untrustworthy Daphne was nice to Mary-Lou, not only because she helped her so much with her French but because she really liked her and admired her.
182892.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
მარი-ლუ ძალიან კმაყოფილი იყო.
Mary-Lou was so delighted.
182893.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
გოგონას ხასიათში ცვლილებას ადვილად შეამჩნევდით.
It was too simple to see the faults in the girl’s character.
182894.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
აბედნიერებდა მის გვერდით ყოფნა, მისი დახმარება.
She was very happy to be with her, and delighted to help her.
182895.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
გონდოლინამ მარი-ლუზე ეჭვიანობა დაიწყო.
Gwendoline began to be jealous of Mary-Lou.
182896.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
დეფნე ამაზე იცინოდა.
Daphne always laughed about it.
182897.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
ხომ გითხარი, მხოლოდ ვიყენებ-მეთქი!
I told you, I’m only using her!
182898.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
სულელი ნუ ხარ, გონ!
Don’t be a mutt, Gwen!
182899.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
ჩემი ერთადერთი მეგობარი შენა ხარ და სხვა არავინ მჭირდება!
You’re my only friend and I don’t want anybody else.
182900.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 9
რა უნდა მქონდეს საერთო მარი-ლუსთან – მაგ პატარა, ბრიყვ თაგუნიასთან!
I’ve nothing whatever in common with Mary-Lou—She’s a stupid little mouse!