მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183121.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
– მაგრამ რატომ ერჩის მადმუაზელ რუჟიე ნახატებში ასეთი სასტიკი ხერხებით თავის მეგობარს?
But why should you picture Mam’zelle Rougier pursuing her friend in such a murderous manner?
183122.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
ვერც ის გავიგე, მადმუაზელი დიუპონი რატომ უნდა დაინტერესებულიყო ამით.
I don’t see why that should interest or amuse Mam’zelle Dupont.
183123.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
აქ კი სიჩუმე ჩამოვარდა.
There was a silence.
183124.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
მე და მადმუაზელ დიუპონი მეგობრები აღარ ვართ.
We are not friends, Mam’zelle Dupont and I.
183125.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
ქალბატონი გრეილინგი მდუმარედ უსმენდა.
Miss Grayling listened gravely.
183126.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
შემდეგ კი გოგონებს მიუბრუნდა.
Then she turned to the girls.
183127.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
როგორც გავიგე, ერთ დღეს მთავარი როლები სელიმ და დარელმა უნდა ითამაშოს, მეორე დღეს კი – დეფნემ, არა?
Then do I understand that one day the chief characters are played by Sally and Darrell, and the next day by Daphne?
183128.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
მადმუაზელ რუჟიეს უკვე ძალიან შერცხვა.
Mam’zelle Rougier suddenly looked rather ashamed.
183129.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
მიხვდა, რომ ის და მადმუაზელ დიუპონი ძალიან სულელურად იქცეოდნენ.
It occurred to her that she and Mam’zelle Dupont had been very silly.
183130.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
პირადი უთანხმოების გამო სპექტაკლში გაურკვევლობა შეიტანეს და ამით გოგონებს საქმე გაურთულეს.
They had allowed their private quarrel to muddle up the play and make things awkward for the girls.
183131.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
გასაკვირი არ იყო, რომ გოგონამ მათი ჩხუბი გადაიტანა ნახატებზე, მაგრამ რატომ იყო ის სულ ბოროტი მოძალადის, ხოლო მადმუაზელ დიუპონი კეთილი გმირის როლში?
No wonder the girls had put the quarrel into those drawings—but why did they make her the villain and Mam’zelle Dupont the heroine?
183132.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
თქვენ არ იცოდით, რომ დღეს მადმუაზელ რუჟიე მადმუაზელ დიუპონის ნაცვლად შემოვიდოდა გაკვეთილზე?
You didn’t know, then, that Mam’zelle Rougier was going to take the class instead of Mam’zelle Dupont?
183133.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
მე არ ვიცოდი, ქალბატონო გრეილინგ.
I didn’t know that, of course, Miss Grayling.
183134.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
ვინმემ თუ იცოდა?
Did anyone know?
183135.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
სელი არ იცოდა რა ეპასუხა.
Sally did not know how to answer.
183136.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
დიახ, ერთმა ვინმემ იცოდა, და მან მე გამომიყენა.
Yes, someone knew—and that someone used me for a cat’s paw.
183137.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
თორემ ჩემი ნებით არასოდეს, არასოდეს ვაჩვენებდი მადმუაზელ რუჟიეს ამ ნახატებს.
I’d never, never have shown my drawings to Mam’zelle Rougier.
183138.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
ის ერთი ვინ არის, ვერ გეტყვით, მაგრამ, მერწმუნეთ, არაფრის გულისათვის არ ვაწყენინებდი მადმუაზელ რუჟიეს.
I won’t tell who it was—but do believe me when I say I wouldn’t have hurt Mam’zelle Rougier’s feelings for anything.
183139.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
მადმუაზელ რუჟიეს გადახედა, რომელიც კიდევ უფრო გაწითლდა.
She glanced at Mam’zelle Rougier, who grew rather red.
183140.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 11
ახლა თქვენ ორნი წადით.
You two may go now.