მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183281.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
გავალ, წყალს დავლევ.
I’d better get a drink of water.
183282.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ცხელი შუბლი გარდერობის გრილ კედელს მიაყრდნო და საშინლად მოუნდა, ვინმე ჰყოლოდა, ვისაც გულს გადაუშლიდა.
She leaned her hot forehead against the cool wall of the cloakroom and wished miserably that she had someone she could confide in.
183283.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
მაგრამ სიფიცხისა და უხეშობის წყალობით ყველა თავის საწინააღმდეგოდ განაწყო – მათ შორის ჯინაც.
But her snappiness and irritability had put everyone against her—even Jean.
183284.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ელენმა კი თავიც არ შეიწუხა, გასულიყო და თამაშების მოსაკრებელი მიეტანა მისთვის.
Ellen hadn’t even bothered to go and get the games subscription for her.
183285.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
მართლა არ ვიცი, ამ ბოლო დროს რა მემართება, – ფიქრობდა გოგონა.
I don’t know what’s come over me lately, thought the girl.
183286.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ადრე ასეთი ნამდვილად არ ვიყავი.
I used not to be like this, surely.
183287.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
უამრავი მეგობარი მყავდა ძველ სკოლაში.
I had plenty of friends at my old school.
183288.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ნეტავ სულ არ მომეგო ის სტიპენდია!
I wish I’d never won a scholarship!
183289.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ცდილობდა, გამართულად გაევლო, მაგრამ ფეხი ეშლებოდა.
She was trying to walk firmly, though her legs felt rather wobbly.
183290.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და მისი საწოლში წოლა აუცილებელი იყო.
She had a high temperature and should have been tucked up in bed.
183291.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
უნდა ემეცადინა.
She must do her work.
183292.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
სხვებს არ უდნა ჩამორჩენოდა!
She mustn’t get behind.
183293.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
რაც უნდა მომხდარიყო, ტესტები კარგად უნდა დაეწერა!
She must do well in the tests, whatever happened.
183294.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ცდილობდა, ფრანგული ლექსი ესწავლა, მაგრამ, თავბრუ ესხმოდა და ვერაფერს იხსომებდა.
She tried to learn some French poetry, but it buzzed round and round in her head.
183295.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ისევ ხველება აუტყდა.
She began to cough again.
183296.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ალისია ასეთი იყო!
That was so like Alicia!
183297.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ის ვერ იტანდა, როცა სხვები ახველებდნენ, აცემინებდნენ ან ოხრავდნენ.
She didn’t like people who coughed or sniffed or groaned.
183298.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
სხვების თანაგრძნობა არ შეეძლო.
She had no sympathy to spare for others.
183299.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
დარელს აგონდებოდა ხოლმე, როცა თავდაპირველად აქ ჩამოვიდა, რა ძალიან უნდოდა ალისიასთან მეგობრობა და საკუთარი თავის უკვირდა.
Darrell often wondered how she could so badly have wanted Alicia to be her friend when she had first come to Malory Towers!
183300.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ელენმა წყენით შეხედა ალისიას.
Ellen looked at Alicia with dislike.