მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183341.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
როგორ მებრალება.
I feel sorry for her.
183342.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ყოველთვის თვითონ ესროდა ხოლმე მწარე რეპლიკებს გონდოლინას, მაგრამ ამჯერად თვითონ რომ მიიღო გონდოლინასგან, აღარ მოეწონა.
She was always making sharp remarks about Gwen—but this time Gwen had got one back at her—and she didn’t much like it.
183343.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ყველამ ვიცით, რომ ალისიას თანაგრძნობის უნარი არ გააჩნია.
we all know that Alicia can’t bear to give a little sympathy out.
183344.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ამის გამო ალისიაც დარცხვენილი იყო.
Alicia, too, was ashamed of this now.
183345.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
წუხდა, ელენს რომ უგულოდ მოექცა იმ საღამოს, მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა, მართლა ავად იყო თუ არა!
She was sorry too that she had been hard on Ellen that evening—but how could she know she was really ill?
183346.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
იყოს ავად.
Let her be ill!
183347.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ელენი ოთხი დღე ძალიან ცუდად იყო.
Ellen felt very ill for four days.
183348.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
მერე ცოტა უკეთ გახდა.
Then she felt a little better.
183349.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ტემპერატურამ დაუწია.
Her temperature went down.
183350.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ძველი სადარდებელიც გაიხსენა!
her old worry came back.
183351.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
კარგად იცოდა, მისი ადგილი კლასში ტესტების შედეგებზე რომ იქნებოდა დამოკიდებული.
She knew that on the result of the tests depended her place in form.
183352.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
დედა და მამა ხომ ასე ძალიან ამაყობდნენ, სტიპენდია რომ მოიპოვა და ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში მოხვდა.
Her father and mother were so very proud that she had won the scholarship to such a fine school.
183353.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ისინი ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ მაინც დაჰპირდნენ ელენს, ყველაფერს ვიღონებთ, რომ მელორი ტაუერსში ისწავლოო.
They were not well-off, but they had told Ellen they would do anything they could to keep her at Malory Towers.
183354.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ფორმა ძალიან ძვირი დაუჯდათ.
The uniform had been so expensive.
183355.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
დედამ ახალი ჩემოდანი და ჩანთა უყიდა.
Mother had bought her a new trunk and a new suit-case.
183356.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ნუთუ ღირდა იმ სტიპენდიის მოპოვება და მელორი ტაუერსისნაირ სკოლაში წამოსვლა, მაშინ როდესაც გროშებს ითვლიდნენ?!
was it really a good thing to win a scholarship to a school like Malory Towers if you had to count your pennies?
183357.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ამით ხომ მშობლებს იმედს გაუცრუებდა.
Her parents would be bitterly disappointed.
183358.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
დარდობდა და დარდობდა ელენი.
So Ellen worried and worried.
183359.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
დიასახლისსა და მედდას უკვირდათ, გოგონა ამდენ ხანს რატომ ვერ გამოკეთდაო.
The Matron and the Nurse couldn’t think why she did not throw off her illness as quickly as she should.
183360.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 13
ყოველდღე ეხვეწებოდა დიასახლისს, ფეხზე ადგომის ნება მიეცა, მაგრამ ის უარის ნიშნად თავს აქნევდა.
Every day she begged to be allowed to get up, but Matron shook her head.