მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183381.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ელენი დიდად არავის მონატრებია.
Nobody missed Ellen very much.
183382.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ის არც დარელივით ხალისიანი და მეგობრული იყო, არც ალისიასნაირი ხუმარა და ოინბაზი, მარი-ლუსავით მორცხვიც კი არ იყო, რომ ვინმეს რაღაცის გამო მაინც ეგრძნო მისი არყოფნა.
She hadn’t any of Darrell’s high spirits or friendliness, none of Alicia’s mischief or fun, she hadn’t even the shyness and timidity of Mary-Lou, that made her missed when she wasn’t there.
183383.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
– მარი-ლუ როცა გვერდით გყავს, ვერ ამჩნევ, მაგრამ როცა არ არის, თვალში გაკლია.
You don’t much notice Mary-Lou when she’s there under your nose—but you do miss her when she’s not.
183384.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
დარელს მართლაც აკლდა მარი-ლუ იმ ხანებში, რადგან დეფნეს ძალიან დაუახლოვდა და გვერდიდან აღარ შორდებოდა.
Darrell was missing Mary-Lou quite a lot these days, for Mary-Lou was attaching herself firmly to Daphne.
183385.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
თან ვერავინ ხვდებოდა, რატომ.
Nobody could quite understand it.
183386.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
სხვას ვერავის ვეხმარები.
I can’t do much to help anybody.
183387.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
მხოლოდ ფრანგულში ვარ ძლიერი და ძალიან მსიამოვნებს, ვიღაცას ამაში მაინც რომ ვარგივარ.
It’s only in French that I’m really good—and it’s so nice to help somebody who wants it.
183388.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
გარდა ამისა, დეფნეს მართლა მოვწონვარ, დარელ!
And besides—Daphne does really like me, Darrell!
183389.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
დარელს ძალიან აღიზიანებდა, მარი-ლუ იმ ფარისეველ დეფნეს ასე რომ მისწებებოდა.
Darrell was very exasperated to think that Mary-Lou should attach herself to such a double-faced person as Daphne.
183390.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
მაგრამ შენ მხოლოდ გულკეთილობის გამო მოგწონვარ!
But you only put up with me out of the kindness of your heart!
183391.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ან რაში შემიძლია თქვენი დახმარება?!
I couldn’t possibly help you in any way.
183392.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
დეფნეს კი ვჭირდები – ვიცი, გგონიათ, რომ მხოლოდ მიყენებს, მაგრამ ეს ასე არ არის!
But I can help Daphne—and though I know you think she’s only using me for her French, she’s not.
183393.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
დარელი დარწმუნებული იყო, რომ დეფნე მხოლოდ ფრანგულის გამო მეგობრობდა მარი-ლუსთან.
Darrell was certain that Daphne only put up with Mary-Lou because of the French.
183394.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
მოშინაურებულ თაგუნიას ჰგავს, – ფიქრობდა დეფნე, – რომელსაც შენგან დაცვა და მზრუნველობა სჭირდება.
She’s like a pet mouse, that you want to protect and take care of! thought Daphne.
183395.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ელენს, თერთმეტი დღე არ უვლია სკოლაში და საშინლად დარდობდა.
Ellen was away from school eleven days and had worried terribly.
183396.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
იმიტომ, რომ ჯინას ნებას არ რთავდნენ, მისთვის კონსპექტები მიეტანა, ან გაკვეთილებზე ელაპარაკა.
Because Jean had not been allowed to bring her lesson-notes or to tell her about the lessons.
183397.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ახლა უკვე სკოლაში დაბრუნებული, ფერმკრთალი და დასუსტებული ჯიუტად ცდილობდა დანარჩენებს დასწეოდა.
Now she came back to school, pale, a little thinner, with an obstinate look in her eyes. She was going to catch up somehow!
183398.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ჯერ ქალბატონ პარკერს შეეხვეწა, იქნებ დამატებით მამეცადინო, რათა გაცდენილი ავანაზღაუროო.
She asked Miss Parker if she would be kind enough to give her extra coaching in what she had missed.
183399.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ამ სემესტრში შენგან ბევრს არ მოვითხოვ, არც სხვა მასწავლებლები.
I shan’t expect much from you, nor will anyone else.
183400.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 14
ამიტომ ნუ დარდობ.
So don’t worry.